სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

წინ დიდი მიზნებისკენ - რეხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალეს
29-05-2026
-
+


სკოლის ბოლო ზარი ყოველთვის სავსეა სევდითა და, ამავდროულად, უსაზღვრო იმედით. წალკის მუნიციპალიტეტის, რეხის საჯარო სკოლაში ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა - სკოლამ კიდევ ერთი გამორჩეული თაობა გააცილა... იყო თეთრი პერანგები, კეთილი სურვილებით გაჯერებული წარწერები, ბავშვობის მოგონებები და მომავლის მოლოდინით აციმციმებული თვალები... წინ კი დიდი გამოწვევები და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაა. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი პროფესიის არჩევა. სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში, სკოლის დირექტორმა - ნინო ლომაშვილმა კურსდამთავრებულებს უმნიშვნელოვანესი და გულწრფელი რჩევებით მიმართა.

დირექტორმა მოუწოდა ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ დროებით ტენდენციებს და მომავალი საკუთარი შინაგანი ხმითა და ინტერესებით ააშენონ:

„ჩემო ძვირფასებო, ახლა თქვენი ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. მთავარი, რაც მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ, არის პროფესიის სწორად შერჩევა. არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად. ეძებეთ ის, რაც თქვენს გულთან ახლოსაა. აირჩიეთ პროფესია იმის მიხედვით, თუ როგორ შეძლებთ საკუთარი თავის რეალიზებას, სად იპოვით ნამდვილ ბედნიერებას და როგორ გახდებით თქვენი საქმის პროფესიონალები. წარმატება მხოლოდ იქ მოდის, სადაც საქმეს სიყვარულით აკეთებ“.

რეხის საჯარო სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ გაცემული ცოდნა და ღირებულებები კურსდამთავრებულებს გზას გაუკაფავს - თითოეული მათგანი იპოვის საკუთარ უნიკალურ ადგილს ცხოვრებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება