სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„ჩვენი მიზანია, პატარებმა იგრძნონ, რომ მარტონი არ არიან“... - მარტვილის N2 საჯარო სკოლის კარი ახალ სასწავლო წელს 29 პირველკლასელისთვის გაიღება
29-05-2026
-
+


მათთვის, ვინც სკოლის ზღურბლს ცხოვრებაში პირველად შეაბიჯებს, სექტემბერში საინტერესო მოგზაურობა დაიწყება წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში... პატარა ნაბიჯები, ზურგჩანთები, რომლებიც მათზე დიდია და ემოციებისგან აბაგუნებული პატარა გულები სექტემბრიდან მარტვილის N2 საჯარო სკოლას განსაკუთრებული გრძნობით აავსებს - აქ 29 პირველკლასელს დახვდებიან და  იმისათვის, რომ წიგნიერებისკენ სავალი ბილიკები სიხარულით განვლონ, სკოლა მათ შესახვედრად საოცარი მზრუნველობით ემზადება.

„პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, პატარებმა პირველივე წუთიდან იგრძნონ, რომ მარტო არ არიან“, – აღნიშნავს სკოლის დირექტორი, მამუკა თვალაძე ჩვენთან საუბრისას. სწორედ ამ მიზნით, სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლაში სპეციალური გაცნობითი შეხვედრა მოეწყობა. ბავშვები მშობლებთან ერთად ესტუმრებიან მომავალ საკლასო ოთახებს, გაივლიან ფერად დერეფნებში, დაათვალიერებენ გარემოს და რაც მთავარია - ყოველგვარი ფორმალობის გარეშე შეხვდებიან პირველ მასწავლებელს - ეს ყველაფერი კი დაეხმარება მათ, სექტემბერს სკოლის არა უცხო და უცნობ სივრცეში, არამედ უკვე ნაცნობ, თბილ გარემოში დაბრუნდნენ.

სასწავლო წლის პირველი დღე კი ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. საზეიმო ვითარებაში, თითოეულ პირველკლასელს პერსონალური ლეპტოპი და ახალი სახელმძღვანელოები გადაეცემა. თუმცა, როგორც სკოლაში ამბობენ, ყველაზე მთავარი საჩუქარი, რასაც აქ პატარები მიიღებენ, მაინც ადამიანური სითბო და უპირობო სიყვარულია.

ბატონი მამუკა ემოციით საუბრობს იმ უდიდეს მისიაზე, რაც თითოეული მოსწავლის მიღებისას სკოლის კოლექტივს აკისრია:

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი, რომელიც ისეთივე სითბოთი ჩაიკრავს გულში, როგორც საკუთარ შვილებს. დარწმუნებული ვარ, თავიდან უცხო გარემო ძალიან მალე მათთვის მეორე ოჯახად იქცევა. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, სკოლაში სიარული ბავშვებისთვის იყოს არა ვალდებულება, არამედ ყოველდღიური დღესასწაული, სადაც მათ სიყვარულსა და მზრუნველობას დაახვედრებენ“.

ჩვენ კი დავძენთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია ახლაც მიმდინარეობს და სექტემბრიდან სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლებისთვის ცხოვრების სრულიად ახალი, საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყება, აზა ადამიანის სახელობის, მარტვილის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები კი ყველაფერი აკეთებენ, რათა პირველკლასელთა პირველი ნაბიჯები საგანმანათლებლო სივრცეში დაუვიწყარი იყოს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 
სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს კერამიკის ჯადოსნური სამყარო

არჩევნებს კი წინ უძღოდა კანდიდატების მიერ საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება