სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

მინი-აფთიაქი ნებისმიერი შემთხვევისთვის - რა უნდა იდოს ყველა დედის ჩანთაში
18-07-2019
-
+


როგორც წესი,  მთელი ოჯახის ჯანმრთელობა დედაზე დგას, ამიტომ სადაც არ უნდა მიდიოდეთ - სასეირნოდ, სავაჭრო ცენტრში თუ სტუმრად - წაიღეთ თან ეს საშუალებები. ისინი დიდ ადგილს არ დაიკავებენ, სამაგიეროდ დაგეხმარებიან ნებისმიერ ფორსმაჟორთან გამკლავებაში.

წებოვანი ლენტი

ბაქტერიციდული პლასტირი ჭრილობას მეორადი ინფიცირებისგან იცავს, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. რაც მთავარია, წებოვანი ლენტით დაფარული ნაკაწრი ბავშვს აღარ აღელვებს და ის უფრო მალე დამშვიდდება.

აირჩიეთ თანამედროვე ჰაერგამტარი წებოვანი ლენტები. ისინი ჭრილობას არ ეკვრის, ჰიპოალერგიულია და ადვილად მოსაცილებელი. ბავშვებს ფერადი პლასტირები მოეწონებათ.

ანტისეპტიკური საშუალება ჭრილობების დასამუშავებლად

პატარა ჭრილობაც კი მნიშვნელოვანია უმალვე ანტისეპტიკური საშუალებით დაამუშაოთ, რომ გართულებებს აარიდოთ თავი. ანტისეპტიკური საშუალების არჩევისას მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გათვალისწინება: კომპაქტურობა და მოხერხებულობა და ბავშვის მიერ პრეპარატის ამტანობა.

ხელის ჰიგიენური გელი

ხელის ჰიგიენური გელი გადაგარჩენთ, როდესაც ხელის საპნით დაბანის შესაძლებლობა არ გაქვთ. ხარისხიანი გელი ანადგურებს პათოგენური მიკროორგანიზმების უმრავლესობას.

ყოველთვის იქონიეთ გელი ჩანთაში - ქუჩაში იგი აუცილებლად გამოგადგებათ. განსაკუთრებით, თუ ბავშვს უყვარს სუფთა ჰაერზე ჭამა. განსაკუთრებით მოსახერხებელია მისი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ბავშვთა გასართობ ცენტრებში გამოყენება.

შეარჩიეთ გელი საღებავების გარეშე, სასურველია თუ ის სპეციალურად ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

მუცლის ტკივილის წამალი 

ყველაზე ხშირად მუცლის ტკივილი სწორედ სახლის გარეთ იჩენს თავს - გზაში, კაფეში, სტუმრად, შეუჩვეველი, მწარე ან ზედმეტად ცხიმიანი საკვების მირთმევის შემდეგ. ხანდახან მუცლის ტკივილს თან ახლავს დიარეა, გულძმარვა ან გულისრევა.

იმისთვის რომ ასეთ მდგომარეობას გაუმკლავდეთ, ატარეთ თან რომელიმე საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატი. იგი დაგეხმარებათ გულძმარვის, საკვებით მოწამვლის და მუცლის ტკივილის დროს. საშუალება შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა გამოიყენოთ.

სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება იბუპროფენის ან პარაცეტამოლის საფუძველზე შეუცვლელია. ის გამოგადგებათ, თუ ბავშვს მოულოდნელად ტემპერატურა აუწევს, კბილი ან ყური ასტკივდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება