სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ესე არ დამიწერია“- როგორ აფასებენ უცხოური ენების გამოცდის მეორე სესიას აბიტურიენტები
08-07-2019
-
+


აბიტურიენტები დღეს უცხოური ენების გამოცდას აბარებენ. ინგლისურის გამოცდის მეორე სესიას მეტნაკლებად ადვილად აფასებენ აბიტურიენტები, თუმცა გამომსვლელთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ესე არ დაუწერიათ.

„​თემის დაწერა თავიდანვე არ მქონდა განსაზღვრული, ამიტომ არ მინახავს რაზე იყო. მარტივი იყო მოსასმენი დავალებები, კარგად ისმოდა ხმა და ტექსტებიც მარტივი იყო. წერილი უნდა დაგვეწერა ბანაკებზე და ეს დავწერე. რაც შეეხება სიტყვების ჩასმას, ეს საკითხი საკმაოდ გამიჭირდა“,-განაცხადა თბილისის N177 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა.

„ესე არ დამიწერია. ტესტები ძალიან მარტივი იყო, კარგად დავწერე. დანარჩენი დავალებები და ესე ამ მიზეზით აღარ დავწერე, აღარ დამჭირდა“,- განაცხადა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.

„​ესეში მოყვანილი იყო მოსაზრება, ხალხი ფიქრობს, რომ ლიტერატურის კლუბი უფრო საჭიროა , ვიდრე ჭადრაკის და უნდა დათანხმებულიყავი ან არა. მოსასმენი ტექსტები საკმაოდ მარტივი იყო. ხმაც კარგად ისმოდა და არც ამ მხრივ შემქმნია დისკომფორტი. სიტყვების ჩასმაც არ გამჭირვებია“,- გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

„საკმაოდ მარტივი იყო, მოსასმენებზე ორი ტექსტის გამეორება დამჭირდა, დანარჩენზე კითხვებზე პასუხი თითო მოსმენით დავწერე. ერთი მოსასმენი ტექსტი იყი ქართველ მხატვარზე, სხვები აღარ მახსოვს. ესეში გეუბნებოდნენ, რომ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სკოლაში ლიტერატურის კლუბი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჭადრაკის და ამაზე უნდა დაგვეწერა. რაც შეეხება წერილს, ბანაკებზე იყო და კითხვები უნდა დაგვესვა, რამდენი ხანი გრძელდებოდა ბანაკი, რომელზე იღებოდა და ა.შ.“- განაცხადა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა.

ასევე იხილეთ: „ძალიან გამიმარტივდა“ - როგორ აფასებენ აბიტურიენტები უცხო ენების გამოცდის პირველ სესიას


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ცვლილებები შევიდა უმაღლესი განათლების კანონში

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სალათი, დესერტი და კოქტეილი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ქართული ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ

დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება