სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ძალიან გამიმარტივდა“ - როგორ აფასებენ აბიტურიენტები უცხო ენების გამოცდას
08-07-2019
-
+


აბიტურიენტები დღეს უცხო ენების გამოცდას აბარებენ. როგორც პირველი სესიიდან გამოსული აპლიკანტები etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ინგლისური ენის გამოცდა რთული არ ყოფილა:

„მარტივი იყო, არ გამჭირვებია. ესე იყო საკმაოდ მარტივი - არსებობს მოსაზრება, რომ ისტორიის კლუბი სკოლაში გასახსნელად უკეთესია, ვიდრე ფოტოგრაფიის და უნდა დათანხმებოდი ან არა. ასევე „​ლისენინგები“ იყო საკმაოდ მარტივი, ფაქტობრივად, ყველა ტექსტი აქამდე უკვე გაკეთებული მქონდა და ძალიან გამიმარტივდა. ერთ-ერთი მოსასმენი ტექსი იყო რობოტ სოფიას შექმნაზე, მეორე რენესანსზე. დანარჩენი აღარ მახსოვს, თუმცა, ისინიც მარტივი იყო. თითო მოსასმენი ტექსის შემდგომ 2 კითხვაზე უნდა გაგეცა პასუხი. კითხვებიც არ იყო რთული“,- გვითხრა აბიტურიენტმა.

„წერილი იყო დასაწერი, ასევე ესე იყო სასკოლო კლუბებთან დაკავშირებით მოსაზრება იყო მოცემული, რომ სკოლაში ფოტოგრაფიის კლუბის გახსნას, ისტორიის კლუბის გახსნა სჯობს და ამ მოსაზრებას უნდა დათანხმებულიყავი ან არა. რაც შეეხება „ლისენინგსებს“, 5 პატარა ტექსტი იყო, რომელსაც 2-2-ჯერ გვასმენინებდნენ და მერე თითოეული ტექსიტდან ორ კითხვაზე უნდა გვეპასუხა. „ლისენინგი“ იყო რობოტ სოფიაზე, მეორე შექსპირზე იყო  და გაკეთებული მქონდა, ძალიან მარტივი იყო. დანარჩენი ტექსტები აღარ მახსოვს, მაგრამ ისინიც მარტივები იყო“,- გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

აბიტურიენტების ნაწილი მარტივად აფასებს რუსული ენის გამოცდასაც:

​სამხატვრო აკადემიაში ვაბარებ. გამოცდა რთული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვემზადებოდი, ვიცოდი, რომ ჩავაბარებდი, რადგან თავიდანვე კარგად ვიცოდი რუსული. დაახლოებით, ის დონე იყო, რასაც ველოდი. მოსასმენი დავალებებიც ძალიან მარტივი იყო. დაახლოებით, წუთნახევრაინი ტექსტები იყო. თითო ტექსტს 2-ჯერ გვასმენინებდნენ და მერე 2 კითხვაზე უნდა გაგვეცა პასუხი. ესეში იყო მოსაზრება აუცილებელია თუ არა იყო ნიჭიერი რომ წარმატებას მიაღწიო“,- გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

შეგახსენებთ, რომ წელს უცხოური ენების გამოცდაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ კი ტესტიდან ამოღებულია  ერთ-ერთი - მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გრამატიკის ცოდნა მოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა არის 80 და 90-ის ნაცვლად, როგორც ეს წინა წელს იყო; საგამოცდო დრო კი 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა) გახდა.

ასევე იხილეთ: რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა 2019 წლის უცხოური ენების გამოცდაზე - რჩევები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

1-ელი მაისი სკოლის დირექტორთა საერთაშორისო დღეა - დაარსების იდეა ამერიკელ პედაგოგს ეკუთვნის

დირექტორების საყურადღებოდ - მოსწავლეთა შეფასებების ასახვისას ეს უნდა გაითვალისწინოთ

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება