სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გეგმა აქვს განათლების სამინისტროს თუ სკოლებში კადრების დეფიციტი შეიქმნება? - ირინა აბულაძე დეტალებზე
08-07-2019
-
+


საქართველოს მასშტაბით, 12 ათასი საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგიდან ამ ეტაპზე, დაახლოებით 6 ათასმა მასწავლებელმა გამოთქვა პროფესიიდან გასვლის და ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და ასევე ისაუბრა იმ შემთხვევებზეც, თუ სკოლებს კადრების დეფიციტი შეექმნება.

მისი განმარტებით, კადრების დეფიციტის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სკოლებს სამინისტრო დაეხმარება.

„სკოლებში საათების არაეფექტიანად გადანაწილება პრობლემაა. თუ საპენსიო ასაკის მასწავლებლები გავლენ პროფესიიდან, პირველი რიგის ამოცანა იქნება არსებულ კადრებს, რომელიც სკოლას ჰყავს, საათები შეუვსონ მაქსიმალურად. ჩვენ დავეხმარებით ამ პროცესებში სკოლებს, გავცემთ ინსტრუქციებს რომ სკოლის საქმიანობა არ შეფერხდეს. იმ შემთხვევაში კი თუ სკოლას ექნება დეფიციტი და ექნება საჭიროება აიყვანოს მასწავლებელი, ის გამოაცხადებს ვაკანსიას.

რაც შეეხება ახალ კადრებს, ჩვენ მრავალი წელია ვაფინანსებთ მასწავლებლის მომზადების პროგრამას, ეს არის 1-წლიანი 60-კრედიტიანი პროგრამა უნივერსიტეტების ბაზაზე და დაახლოებით 9 უნივერსიტეტი ახორციელებს ამ პროგრამას სხვადასხვა საგანში და ყოველწლიურად ეს უნივერსიტეტები 100-150 მასწავლებლის გადამზადებას ახერხებენ. დაახლოებით 500 კურსდამთავრებული ჰყავს ბოლო წლებში უნივერსიტეტებს. ასევე არიან სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომლებიც  სისტემაში ჯერ არ შესულან წინა წლების განმავლობაში, ასევე არის 10 000 მასწავლებლობის მსურველი, რომლებიც ახლა გადის გამოცდაზე.  

სამინსიტროს ასევე, აქვს ერთი დამატებითი შესაძლებლობა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელიც მრავალი წელია წარმატებით ხორციელდება, სადაც ჩვენ განსაკუთრებით შორეულ და მაღალმთიან სოფლებში კადრებს წარვგზავნით. ხელფასი განსხვავებულია 1000-ლარიანი დანამატი კეთდება, რადგან ასეთ სკოლებში საათების რაოდენობა მცირეა, შესაბამისად, კადრების დაინტერესება არ არის.

ჩვენ დავიწყებთ კადრების მობილიზებას, ვაკანსიების გამოცხადებას კი დაიწყებენ სკოლები, თუ კადრები არ იქნება საკმარისი, პროგრამა სამინსიტროს დახმარებით წარგზავნის კადრებს“,-აღნიშნა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება