სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ უნდა ებრძოლოთ მზის ალერგიას - გაფრთხილება და რჩევები
08-07-2019
-
+


რა არის მზის ალერგია - ალბათ მზეზე და ალერგიის ხსენებაზე, ბევრს მხოლოდ მზით დამწვრობა წარმოუდგება თვალწინ, მაგრამ ეს გახლავთ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებზე, როდესაც კანზე დამწვრობა კი არა, გამონაყარი ჩნდება.

ალერგია შესაძლებელია მზეზე ყოფნიდან ნახევარ საათში, ორ-სამ საათში ან საერთო მეორე დღესაც კი განვითარდეს. რასაც თან ახლავს გამონაყარი, კანის გასქელება, დახორკვლა და გაუხეშება, ხანდახან დანაოჭებაც კი.

მზის ალერგია უვითარდებათ ადამიანებს ვისაც აქვთ: ენდოკრინული სისტემის დაავადებები; ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგიები; იმუნური სისტემის სხვადასხვა ტიპის დარღვევები.



სიმპტომები:

  • კანის გაწითლება, ქავილი, გამონაყარი და ნახეთქები უშუალოდ მზის სხივებით დაზიანებულ უბნებზე;
  • სახეზე, კიდურებსა და მკერდზე განვითარებული ცვლილებები ვლინდება კანის დახორკვლითა და გაუხეშებით, ქავილის გაძლიერებით, დაზიანებული უბნების ტკივილით, შეწითლებული და შესივებული უბნების გაერთიანებით;
  • შესაძლოა კანი აიქერცლოს, დაიფაროს ქერქებით და სისხლმდენიც კი გახდეს.
  • ყველაზე ხშირად მზეზე ალერგია კანზე ჭინჭრის ციებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათით, ეგზემითა და ბუშტუკების სახით ვლინდება;

ხშირად მზის ალერგია უფრო ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი.



თავდაცვის გზები:

უარი თქვით ანტიბაქტერიული საპონზე; ლოსიონები, სუნამოები, ოდეკოლონები და დეზოდორანტები, ასევე ტუჩსაცხები, ის კრემები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ნიგვზის ცხიმი, კამის, ბერგამოტის, კრაზანას, ციტრუსებისა და სხვა მცენარეთა ეთერზეთები; ალერგიას იწვევს ზოგიერთი საკვები დანამატი – მაგალითად, დამატკბობლები; საყოფახცოვრებო ქიმია - მაგალითად, ნაფტალინის ბურთულები; სამკურნალო პრეპარატები - არის მედიკამენტები, რომელთა მიღების შეწყვეტიდან გარკვეული დროის (კვირების და თვეების) გავლის შემდეგაც ულტრაიისფერმა დასხივებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება