სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მათემატიკური ნაწილი უფრო ძნელი იყო, ვიდრე ვერბალური“ - აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აფასებენ
03-07-2019
-
+


აბიტურიენტები დღეს ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. როგორც პირველი სესიიდან გამოსული აპლიკანტები ამბობენ, ტესტი საშუალო სირთულის იყო.

აბიტურიენტების ნაწილს გამოცდის მათემატიკური ნაწილი გაუჭირდა, ნაწილს კი - ვერბალური.

გთავაზობთ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებებს:

„საშუალო სირთულის იყო, მე არ გამიჭირდა. მათემატიკური ნაწილი უფრო ძნელი იყო ვერბალურზე“...

„აბსოლუტურად, არაფერი არ გამიჭირდა, ძალიან ადვილი იყო. თუ იცი, ყველაფერი ადვილია. ანალოგიები იყო ტექსტებიდან.  ვერბალური უფრო რთული იყო, ვიდრე მათემატიკური. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა არ ვიცი და ვერბალური მირჩევნია“...

„ზოგიერთი კი“, „არცერთი არა“, „ტყუილია, რომ მართალია“  და ასეთი დამოკიდებულებები იყო. გააზრება მარტივი იყო, პასუხები არ იყო ჩახლართული. მათემატიკურ ნაწილში იყო ერთ-ერთი დავალება -  წრეწირის რადიუსი რამდენჯერმე გაიზარდა და როგორ შეიცვლება ფართობი ან წრეწირის სიგრძე. ასევე იყო არითმეტიკული მიმდევრობა. არც ლოგიკა იყო ჩახლართული. საერთო ჯამში, რთული არ იყო“...

„არ იყო რთული, ცოტა მათემატიკური ნაწილი გამიჭირდა. ვერბალური ძალიან მარტივი იყო - ფრინველი, ექსპერიმენტი, ოკეანე და რაღაც ასე იყო შარშანდელივით, მაგრამ იმხელა არ ყოფილა, როგორც წიგნებშია. ლოგიკა არ იყო რთული“...

„კარგად დავწერე. არ გამიჭირდა. თუ მომზადებული ხარ, მარტივად ჩააბარებ ზოგადი უნარების გამოცდას“...

ზოგადი უნარების გამოცდის მეორე სესია 15:00 საათზე იწყება. გამოცდა 4 ივლისაც ორ სესიად ჩატარდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება