სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''სასიამოვნოა, როდესაც შრომა გიფასდება'' - ''ტყიბულის ეტალონი მოსწავლის'' ემოციური განცხადება
20-04-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ტყიბულის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  
      
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ტყიბულის N6 სკოლაში ჩატარდა.   

ტყიბულის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.     
 
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  
     
''ტყიბულის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ტყიბულის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, შალვა ცნობილაძე დაეუფლა. 

''ტყიბულის ეტალონმა მოსწავლემ'' შალვა ცნობილაძიემ აღნიშნა, რომ გამარჯვებას მისთვის მოულოდნელი იყო:

''ღონისძიება შესანიშნავად იყო ორგანიზებული. ზოგადი და საინტერესო კითხვები იყო. გამარჯვებას არ მოველოდი. როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს, ეს ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება იყო. სასიამოვნოა, როდესაც შრომა გიფასდება. ''ეტალონი'' ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია, მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სრულად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რობიზონ გვენეტაძის თქმით, მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ცოდნის წარმოჩენა:

''წელს ''ტყიბულის ეტალონის'' ღონისძიებაზე ძალიან მაღალი აქტივობა გამოიკვეთა. დასწრება იყო მაქსიმალური, კონკურენცია - მაღალი, მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ცოდნის წარმოჩენა, რადგან კარგი შედეგები ჰქონდათ. ''ეტალონი'' ახალგაზრდა თაობის ასპარეზია, რომ ცოდნითა და ინტელექტით დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში. დიდი მადლობა ''ეტალონის'' დამფუძნებელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.''

გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ალეკო ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ მოსწავლეების მხრიდან ამ პროექტისადმი ინტერესი ძალიან მაღალია:

''ეტალონის'' ორგანიზებაში მთელი მუნიციპალიტეტი აქტიურად ვართ ჩართულები. წლებია, რაც ტყიბულში ინტელექტ-ჩემპიონატი ტარდება. მოსწავლეების მხრიდან ამ პროექტისადმი ინტერესი ძალიან მაღალია, ღონისძიებაში 65 მოსწავლე მონაწილეობდა, საკმაოდ კონკურენტუნარიანი შეჯიბრი გამოვიდა. ყველას სიამოვნებს ამ პოპულარულ პროექტში მონაწილეობა.''

რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია ''ტყიბულის ეტალონ მოსწავლეს'' წარმატებებს უსურვებს:

''ძალიან სასიამოვნო დღე იყო. როგორც მოსწავლეები, ასევე დამსწრე საზოგადოება ძალიან კმაყოფილი დარჩა. მივესალმებით ''ეტალონს'', რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, სტიმულს აძლევს, რომ ცოდნა გაიღრმავონ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც მხარს უჭერს ამ პროექტს, რესურსენტრის და სკოლის წარმომადგენლებიც აქტიურად ვართ ჩართულები მის ორგანიზებაში. წარმატებებს ვუსურვებ ტყიბულის  N1 სკოლის მოსწავლეს, რომელიც ''ეტალონის'' ფინალურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.''

ტიტულს ტყიბულის N1 სკოლის დირექტორის ვასილ ქენქაძის თქმით, შალვა ცნობილაძე წარჩინებული მოსწავლეა:

''ეტალონი'' ძალიან წარმატებული მედიაპროექტია. რამდენმე წელია, რაც ჩვენი სკოლა აქტიურად მონაწილეობს ინტელეტქ-ჩემპიონატში. წელს ჩვენი სკოლის მოსწავლე, შალვა ცნობილაძე გახდა ''ტყიბულის ეტალონი მოსწავლე'', ძალიან გვიხარია და გვეამაყება. შალვა ფრიადოსანი მოსწავლეა, ძალიან მოწესრიგებული ადამინია. წარმატებებს ვუსურვებ მას ფინალურ ღონისძიებაზე. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ, რადგან ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ.''

''ტყიბულის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი შალვა ცნობილაძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება