სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ქარელში ''ეტალონის'' შესარჩევი ტურის შემდეგ მოსწავლეები მომდევნო ეტაპისთვის ემზადებიან
20-04-2017
-
+


ქარელში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ქარელის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.   

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.       

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  
 
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის ვასილ ბაქრაძის თქმით ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში ქარელის ყველა სკოლა აქტიურად მონაწილეობდა:

''ეტალონის'' შესარჩევ ტურში ქარელის ყველა სკოლაა ჩართული. მე ორ სკოლაში დავესწარი ტესტირებას - ქარელის პირველ სკოლაში და ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში. აღსანიშნავია, რომ სკოლების აქტივობა მაღალია, ბევრი მოსწავლეა ჩართული. ტესტირება მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ვფიქრობ, რომ მოსწავლეები კარგ შედეგებს აჩვენებენ. ბავშვები ''ეტალონის'' ღონისძიებისთვის უკვე ემზადებიან.''  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".     

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება