| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნივიპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ზეიმით აღინიშნა.
სკოლამ სიხარულითა და სევდით 7 მეთორმეტეკლასელი გააცილა.
კურსდამთავრებულები სკოლის კედლებსა და საყვარელ პედაგოგებს თბილი სიტყვებით , სიმღერებითა და ცეკვებით დაემშვიდობნენ.
ღონისძიებას პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
წალენჯხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა რ. ძაძამიამ და სოფლის რწმუნებულმა ა .ფიფიამ მათ სკოლის დასრულება მიულოცეს და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
ზეიმზე მოსულმა მომავალმა პირველკლასელებმა ბოლო ზარი სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს უფროსებს.
დირექტორმა, რ. გელოვანმა და კლასის ხელმძღვანელმა, მთვარისა ფიფიამ გზა დაულოცეს მოსწავლეებს, რომელთა სასკოლო ცხოვრება ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე, სხვადასხვა კონკურსსა და პროექტში წარმატებული გახლდათ.
მეთორმეტეკლასელებმა ცაში აფრენილ მტრედსა და ფრანებს გაატანეს თავიანთი ოცნებები.
„დალოცვილი ყოფილიყოს მათი სავალი გზა ერისა და ქვეყნის სამსახურში...“
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დაფინანსებისთვის სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება არ დასჭირდება
ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას