სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩვენი ენა ქართული“ გაიმართა
04-06-2019
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში Iა კლასის დამამთავრებელი ღონისძიება - „ჩვენი ენა ქართული“ გაიმართა.

კლასის დამრიგებლის, ნაილი ბახტურიძის პატარა შეგირდებმა სცენაზე დგომის გამოცდილება მიიღეს და დარბაზში შეკრებილებს მშობლიური ენის სიყვარულით სავსე სიტყვები და მუსიკალური ჰანგები შესთავაზეს.

„მხატვრულად ისაუბრეს საქართველოს ისტორიასა და ქართული ენის მნიშვნელობაზე. დიდი იაკობ გოგებაშვილის - „დედა ენის“ სიმბოლოდ ქცეული ყვავილის, იის ფერით დამშვენებულმა გოგო-ბიჭებმა ჩვენი საამაყო ანბანის ხმოვნები და თანხმოვნები პოეტური სტრიქონებით შეამკეს. ღონისძიებას ასევე ამშვენებდა ტრადიციული, ქორეოგრაფიული ნომერი პატარა მოცეკვავეების შესრულებით.

ზეიმის ბოლოს, ნაილი მასწავლებელს ღირსეული პედაგოგობისათვის, მშობლების სახელით, მადლობის სიგელი გადაეცა. სიმბოლური დიპლომებით დაჯილდოვდნენ მისი მოსწავლეებიც...

პირადად ჩემთვის, როგორც პოეტისთვის, რომელსაც არაერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა, ყველაზე ემოციური წუთები იყო, როცა შესაძლებლობა მომეცა, ჩემი შვილის და მისი კლასელების ღონისძიებაში ჩავრთულიყავი საკუთარი ლექსით, რომელიც ზეიმის თემის შესაბამისად, ჩვენს საყვარელ სამშობლოს და მომავალი თაობის იმედს ეძღვნება. ამ შესაძლებლობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ ნაილის და სკოლის დირექციას!“,-აღნიშნავს Iა კლასის მშობელი თეა თაბაგარი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება