სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N8 საჯარო სკოლაში ხელნაწერი-ილუსტრირებული წიგნების შექმნის მიზნით კონკურსი გამოცხადდა
04-06-2019
-
+


აკაკი კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე ტარდება არაერთი აქტივობა მოსწავლეების, მასწავლებლების  და მშობლების  აქტიური ჩართულობით.

ამას კი მოწმობს სკოლის დირექტორის თეონა მაისურაძის ინიციატივითა და ბრძანებით გაწერილი, პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ სხვადასხვა თემატიკაზე მომზადებული და ჩატარებული სასკოლო კვირეულები, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის 5 თებერვალს და 7 ივნისს დასრულდება.

ამჯერად, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით  დირექტორის ინიციატივით, 19 აპრილის ბრძანებით  გამოცხადდა  კონკურსი  ხელნაწერი-ილუსტრირებული წიგნების შექმნის  მიზნით. შეიქმნა საკონკურსო კომისია, დამტკიცდა კონკურსის შეფასების კრიტერიუმები. დაიწყო ხელნაწერი - ილუსტრირებული  წიგნების თემატიკის შერჩევა და წიგნზე მუშაობა მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელების  აქტიური ჩართულობით. ხელნაწერ - ილუსტრირებულ წიგნზე მუშაობა ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, ბავშვთა დაცვის დღეს კი სკოლის დირექციის მიერ ფოიეში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოეწყო წიგნების გამოფენა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო  სკოლის 30-ვე კლასმა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, აღსანიშნავია, რომ თემატიკა არის მრავალფეროვანი, ილუსტრაციები შინაარსობრივად დატვირთული, ხოლო დიზაინი კი განსაკუთრებული გემოვნებით შექმნილი.

ბრძანებით დამტკიცებულ საკონკურსო კომისია შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოავლენს სამ საუკეთესო წიგნის ავტორ კლასს.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ თბილისის N8 საჯარო სკოლაში პირველი ხელნაწერი წიგნის შექმნის იდეა ეკუთვნის სკოლის დირექტორს, მისი ინიციატივით 2017 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა ხელნაწერი  „ვეფხისტყაოსანი“. სკოლის დირექტორის  თეონა მაისურაძის ინიციატივითვე 2017 წლის 17 იანვარს  ყოველი  II სემესტრის  პირველი სასწავლო დღე გამოცხადდა წიგნის ჩუქების (ნებაყოფლობით) საყოველთაო დღედ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება