TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ახალი პროექტი იწყება
31-05-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი პროექტის -  „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“ განხორციელებას იწყებს. უწყების ცნობით, ასეთი მასშტაბით პირველად ხორციელდება პროფესიული განათლების სისტემაში. 

პროექტი მიზნად ისახავს პროფესიულ მასწავლებელთა კარიერული განვითარების მაქსიმალურ ხელშეწყობას და მამოტივირებელი მექანიზმების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი კადრების სისტემაში მოზიდვას.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, პროექტი 2 წლის განმავლობაში შემუშავდება. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება საბჭო, რომელიც შეარჩევს 11 სფეროს, საიდანაც თითო მიმართულება აირჩევა, რის შემდეგაც 2 წლის განმავლობაში შემუშავდება ტრენინგების მოდულიც და 2020 წლიდან დაიწყება როგორც პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთა ისე კერძო და საჯარო დირექტორებისთვის განკუთვნილი ტრენინგების ჩატარება.

„პროექტი მოიცავს კომპლექსურ სამუშაოებს, რომელიც  მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, მათ კარიერულ ზრდასა და შეფასებას ეხება. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სატრენინგო პროგრამები, როგორც პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისთვის, ისე კერძო და სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებისთვის. ივნისიდან პროექტი დაიწყებს უკვე ძალაში შესვლას, შესაბამისად მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდება რამდენიმე თვე, რომ დაკომპლექტდეს პროექტი, დაიწყოს მოდულებზე მუშაობა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ მზად ვიქნებით წარმოვადგინოთ პროფესიულ სასწავლებლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელი, განვითარების სქემა და სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით 3-წლიანი ხედვა.

ასევე, 2020 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დავიწყებთ სატრენინგო პროგრამებს, როგორც პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისთვის ასევე კოლეჯების დირექტორებისთვის. ჩვენ გვაქვს 11 სფერო იდენტიფიცირებული და ამ 11 სფეროდან ამოირჩევა თითო პროგრამა. ჯერჯერობით არ ვიცით რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამისთვის შეიქმნება საბჭო რომელშიც შემდგომ გადაწყვეტს რომელი 11  სფერო აირჩიოს ტრენინგების ჩასატარებლად“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

რაც შეეხება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა ანაზღაურების გაზრდის საკითხს, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, წელს მასწავლებლებს უკვე გაეზარდათ საათობრივი ანაზღაურება და შემდგომშიც გაგრძელდება.

„სახელფასო ანაზღაურების ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ანაზღაურება 2019 წელს უკვე განხორციელდა. მასწავლებლებს 30%-ით მოემატათ საათობრივი ანაზღაურება. ამასთან, დაგეგმილია, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში მდგრადად გაიზარდოს ანაზღაურება, თუმცა ამ პროექტზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, როგორი პოლიტიკა განისაზღვრება და პროცენტულად როგორ გადანაწილდება შემდგომი 3 წლის განმავლობაში სახელფასო ზრდა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

პროექტი ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის“ GGF ფინანსური მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის WB თანამონაწილეობით განხორციელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები
პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას
 

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება