სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წელს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საბაზო სახელფასო ნიშნულს განათლების სამინისტრო შეიმუშავებს
28-05-2019
-
+


„ბაღების დირექტორების, მასწავლებლებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა არ არსებობს“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა დას პორტის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის მიმართულებით უფრო მეტად ჩაერთვება.

„ეს არის ნამდვილად ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენცია, თუმცა ვინაიდან აღმოჩნდა და უნდა ვაღიაროთ რომ, საკმაოდ რთულად წავიდა 2017 წელს მიღებული კანონი „სკოლამდელი განათლების შესახებ“, რადგან ძალიან კომპლექსურია და გარდა განათლების სისტემისა, იქ არის ჯანდაცვა, მუნიციპალიტეტები და ა.შ. ჩვენ უკვე გვქონდა პარლამენტთანაც საუბარი და განათლების სამინისტრო აიღებს უფრო მეტ ხელმძღვანელობას სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

რასაც ვაპირებთ უახლოეს მომავალში, ეს არის მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკაზე მუშაობა. ამ ეტაპზე ძალიან არათანაბარია და ზოგადად უნიფიცირებული სისტემა არ არსებობს, იგივე ბაღის დირექტორების მომზადების და სერტიფიცირების, ან მასწავლებლების, აღმზრდელ-პედაგოგების, იგივე მათი სახელფასო პოლიტიკა. გასაგებია, რომ მუნიციპალიტეტებს შესაძლებელია ჰქონდეთ დიფერენცირებული ხელფასები, დეცენტრალიზაცია სწორედ ამას გულისხმობს, თუმცა სახელფასო საბაზო ნიშნული განისაზღვრება ჩვენ მიერ. ეს ყველაფერი 2019 წლის განმავლობაში შემუშავდება“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება