სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება - „მზე იცინის ვარდფურცლობის დარია“ გამართეს
27-05-2019
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I-ბ კლასის მოსწავლეებმა, ღონისძიება - „მზე იცინის ვარდფურცლობის დარია“ გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული, შემოქმედებითი და ესთეტიკური გრძნობის განმტკიცება-ამაღლება.

„პატარებმა მთელი მონდომებით წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს საბავშვო მოთხრობებიდან კომპოზიციები, არაჩვეულებრივად შეასრულეს, როგორც ქართული ნაციონალური, ასევე ევროპული ცეკვები. პირველკლასელები განსაკუთრებით მშობლიურ ანბანს და სურნელოვან წელიწადის დროს - გაზაფხულს მოეფერენ. აღფრთვანებას ვერ მალავდა დამსწრე საზოგადოება, სიხარულის ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები კლასის ხელმძღვანელს მარინე ქარქაშაძეს. ბავშვებისადმი მადლიერება გამოხატა კლასის მუსიკის მასწავლებელმა მაკა ჟორჟოლიანმა. კმაყოფილები იყვნენ კლასის მშობლები, განსაკუთრებით ბავშვების ცეკვის მასწავლებელი-მშობელი  ნონა ჩიკვაიძე. ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ და მომავალი წარმატებები უსურვა აღსაზრდელებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება