სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს, ექსკურსიების დროს რეკომენდაციები დაიცვან და მოსწავლეთა უსაფრთხოებას გაუფრთხილდნენ
27-05-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოუწოდებს, დაიცვან სამინისტროს მიერ უკვე მიწოდებული რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას სასკოლო ექსკურსიებისას.

უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტს რეკომენდაციების ხასიათი აქვს, თუმცა სკოლების მხრიდან მკაცრად შესასრულებელია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა განაცხადა, ლაგოდეხში მომხდარ უბედურ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს და გამოძიების შემდეგ დადგინდება ჰქონდა თუ არა ადგილი გადაცდომებს.

„კონკრეტულად ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დაზუსტდება რასთან გვქონდა საქმე: იყო ეს დაუდევრობა, კანონის დაუმორჩილებლობა თუ რამე სხვა. შსს შეისწავლის ფაქტს“,- განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ექსკურსიების განხორციელებასთან დაკავშირებით სკოლებს წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს ეგზავნებათ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი მოსწავლეთა ექსკურსიების გამართვისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების კუთხით შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს პასუხისმგებლობას ორგანიზატორების მხრიდან როგორც ექსკურსიების უშუალოდ ლოკაციებზე, ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროცესში.

„ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. მძღოლს უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მართვის მოწმობა და პასპორტი. უშუალოდ ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია სკოლის ექსკურსიაში მონაწილე პირების შესახებ, უნდა იცოდნენ მონაწილეობს თუ არა ექსკურსიაში შშმ პირი. დირექტორს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის ლოკაციაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ. საკვები უნდა იყოს ჰიგიენური წესების დაცვით დაცული. აღნიშნული პუნქტების ეფექტურობა-ეფექტიანობაზე პასუხისმგებელია უშუალოდ ორგანიზატორი. ეს არის რეკომენდაციების სახით, თუმცა სავალდებულო შესასრულებელია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებისთვის“,- განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

კითხვაზე, როგორ ხდება მონიტორინგის პროცესი, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მონიტორინგი ცენტრალიზებულად ვერ ხორციელდება და მასზე უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი.

როგორც ეკატერინე ხუციშვილმა განაცხადა, სკოლის ექსკურსიებისა და უსაფრთხოების თემას ეხება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ერთ-ერთი პუნქტი, რომელზეც ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი მუშაობს.

„ასევე მიმდინარეობს ყველა სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტთან სინქრონიზაციის პროცესი და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ასევე, სამინისტრო დაამტკიცებს ექსკურსიებთან დაკავშირებით სავალდებულო წესსაც“, - დასძინა ხუციშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება