სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არ დაუჭირეს მხარი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის შესახებ ინიციატივას?! - მარიამ ჯაშის განმარტება
22-05-2019
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში განმარტავს მიზეზებს, რის გამოც სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის ნაწილში შეზღუდვების მოხსნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, დადგენილების პროექტის მხარდაჭერა მიზანშეუწონელია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრი საკადრო ცვლილებები, რაც ამ ეტაპზე დაუშვებელია. მისი თქმით, ჯერ უნდა გაირკვეს, რამდენი პედაგოგი მოისურვებს სტატუსის დადასტურებას.

„24 მაისს მთავრდება იმ პედაგოგთა რეგისტრაციის პროცესი, ვისაც კომპეტენციების დადასტურების სურვილი აქვს. ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს მივმართავ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ეს იქნება არაერთჯერადად. შემოდგომაზე, ასევე, მათ ექნებათ გამოცდაზე მეორედ გასვლის შესაძლებლობა. ზაფხულის პერიოდში კი, თუკი წარმატებით ვერ გაივლიან პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებს, შეუძლიათ მოითხოვონ ტექნიკური მხარდაჭერა მასწავლებელთა სახლის მხრიდან. ყველა ეს ცვლილება არის კოლეგიალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული, რომ პედაგოგებს მაქსიმალურად ხელი შეეწყოთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი, დეპუტატი სერგო რატიანი, აცხადებს, რომ საჭიროა საქართველოს განათლებისა მინისტრის ბრძანებაში - ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“- სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის ნაწილში შეზღუდვების მოხსნა.

„საჭიროა სამართლიანი და მოტივირებული წესის შემუშავება, რომელიც გულისხმობს სქემით განსაზღვრული მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობით გაცემას, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურების შესაბამისად შეთავაზებული 13 და 15-საათიანი განაკვეთით დატვირთვაზე“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება