სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ერთი სკოლის სამი გამარჯვება - დიდუბემ „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
16-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „დიდუბის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

მონაწილეებს სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ამხნევებდნენ.

აღსანიშნავია, რომ დიდუბის ინტელექტ- ჩემპიონატზე პირველი სამი საპრიზო ადგილი თბილისის N169 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.

თბილისის N169 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ,  ეთერ კოჭლამაზაშვილმა სკოლის მასშტაბით მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტს არსებული შესაძლებლობისთვის:

„ჩვენი სკოლა ყოველ წელს აქტიურად თანამშრომლობს „ეტალონთან“. ეს ის არაჩვეულებრივი პროექტია, რომლის მიმართაც უშუალოდ ბავშვების ინტერესი ძალიან მაღალია. წელსაც ძალიან ბევრი მოსწავლე იყო ჩართული პირველივე ტურიდან და შედეგიც, ალბათ, სახეზეა. აღფრთოვანებული და ამაყი ვარ იმით, რომ დღევანდელ ჩემპიონატზე პირველი სამი საპრიზო ადგილი სწორედ ჩვენმა მოსწავლეებმა დაიკავეს. ჩვენი წარმატების ფორმულა ალბათ არის ის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ მოსწავლეებისგან მაქსიმუმს, ცოდნას და საუკეთესო შედეგს. ნამდვილად განათლებული და თამამი ბავშვები გვყავს. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს დღევანდელ წარმატებას და მადლობას ვუხდი „ეტალონს“ ამ არაჩვეულებრივი დღისთვის“.

„დიდუბის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული თბილისის N169 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ნინო ყრუაშვილმა მოიპოვა:

„აღფრთოვანებული ვარ. მე მართლა არ ველოდი ასეთ შედეგს, რადგან შარშანაც ვმონაწილეობდი და ვერ მოვიპოვე გამარჯვება. მინდა, მადლობა ვუთხრა „ეტალონს“ ამ შესაძლებლობისთვის“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „დიდუბის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება