სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართული ადამიანების დასაქმების შანსები მაღალია“ - ირინა წეროძე
15-05-2019
-
+


პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ირინა წეროძის განაცხადებით, ზრდასრულთა გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვას კოლეჯები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ამასთან, განსხვავებულია სწავლების პერიოდიც.

როგორც წეროძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე გამოცხადებული პროგრამების ხანგრძლივობა თვენახევრიდან 3 თვემდე გაგრძელდება.

„​აპლიკანტების მიღება განხორციელდება განსხვავებული ფორმით. მნიშვნელოვანია ის, რომ გასაუბრება იქნება ტესტირება თუ მიღება - ნებისმიერი პროცედურა განხორციელდება თავად კოლეჯის მიერ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას სრულად გაეცნოს აპლიკანტი, სადაც ის მიიღებს ინფორმაციას თუ რა პროცედურების მიხედვით მოხდება პროგრამაზე ჩარიცხვა.

ასევე მნიშვნელოვანია ის წინაპირობები, რომელიც ეხება ასაკობრივ ზღვარს. რაც შეეხება პროგრამების ხანგრძლივობას, პროფესიული გადამზადების პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე ხანგრძლივობა განსხვავებულია. ამ ეტაპზე გვაქვს, როგორც თვენახევრიანი პროგრამა, ისე სამთვიანი. თუმცა ზოგადად მოკლევადიანი პროგრამების ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 6 თვე“,- განაცხადა ირინა წეროძემ. 

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში პროგრამებზე 3 ათასამდე მსურველს ელოდებიან.

„ჯამურად წლის განმავლობაში 3 000-მდე მსურველს ველოდებით. მოგეხსენებათ, სამინისტრო აფინანსებს გარკვეულ მიმართულებებს. შესაბამისად, ამ აქტივობებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილია 2 მილიონი ლარი, რომელიც წელს შეგვიძლია სრულად დავხარჯოთ ზრდასრულთა გადამზადების პროგრამებზე“,-განაცხადა ირინა წეროძემ.

კითხვაზე აქვს თუ არა აღნიშნული პროგრამების გავლის შემდგომ აპლიკანტებს დასაქმების გარანტია, წეროძე აცხადებს, რომ სრული გარანტია არ არსებობს.

„პროგრამის დიზაინი ეფუძნება კომპანიების დამსაქმებლების მოთხოვნას, შესაბამისად, ამ პროგრამაში ჩართული ადამიანების დასაქმების შესაძლებლობა და შანსები გაცილებით მაღალია, თუმცა, არც ერთი კომპანია სრულ დასაქმებაზე გარანტიას ნამდვილად არ იძლევა“,-განაცხადა ირინა წეროძემ.

ასევე იხილეთ: პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება