სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საპენსიო ასაკის პედაგოგების ჯილდოსთვის და მასწავლებელთა ხელფასის გაზრდისთვის 250 მილიონი ლარი იქნება საჭირო - მარიამ ჯაში
13-05-2019
-
+


მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად და ასევე საპენსიო ასაკი პედაგოგებისთვის, რომლებიც პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ფულად ჯილდოს მიიღებენ, დაახლოებით 250 მილიონი ლარი იქნება საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა. 

„ძირითადი ცვლილება შეეხება ბიუჯეტის შესახებ კანონს და მაისის ბოლომდე ჩვენ ველოდებით შესაბამისი ინიციატივის შემოტანას მთავრობის სახელით. ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი გათვლები უნდა წარმოადგინოს. თუ რამდენი პედაგოგი გაივლის დამატებით საკვალიფიკაციო გამოცდას, რამდენი გადაწყვეტს, მიიღოს 2-წლიანი წინასწარი ანაზღაურება საპენსიო ასაკში. ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობ, მაქსიმალური თანხა უნდა იყოს 250 მილიონი, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, რაც მოიცავს გაზრდილ ხელფასსა და საპენსიო თანხას. ეკონომიკური ბლოკი უკვე ამუშავებს აღნიშნულ ცვლილებას. ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან და დიდი იმედი მაქვს, ეს გახდება საწინდარი ჩვენი პედაგოგების ღირსეული სამუშაო პირობების და მათი კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის ხელშეწყობის“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

რაც შეეხება საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.

იხილეთ ასევე: 2019 წლის სექტემბრიდან მენტორის, წამყვანის და უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით გაეზრდებათ

როდის უნდა განაცხადონ საპენსიო ასაკის პედაგოგებმა პროფესიიდან გასვლის შესახებ, რათა ფულადი ჯილდო მიიღონ - ვადები და პროცედურები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება