სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოკითხული მოსახლეობის 68,8%-ის აზრით, მინისტრის ნათესავს დასაქმების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე სხვა კანდიდატს შესაბამისი უნარებით
10-05-2019
-
+


„საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 80,01% მიიჩნევს, რომ კარგი განათლების მისაღებად კარგი ფინანსური მდგომარეობა აუცილებელია. დაახლოებით იგივე რაოდენობა - 78,8% ეთანხმება მოსაზრებას, რომ კარგი განათლების მისაღებად საჭიროა ნიჭი“, - აღნიშნული მონაცემები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა.

მოსახლეობის გამოკითხვაში, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Internatioal IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2018 წლის 16-27 ნოემბერში თბილისსა და რეგიონებში ჩაატარა, 17 886 რესპოდენტი გამოიკითხა, მათ შორის თბილისში 599, ხოლო რეგიონებში - 1187.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 31,6% ამბობს, რომ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო 36,8% ამბობს, რომ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური სრული საშუალო განათლებაა.

„გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს რეგიონულ უთანასწორობას უმაღლესი განათლების მხრივ: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 24% ამბობს, რომ უმაღლესი განათლების დიპლომს ფლობს მაშინ, როცა იგივე კითხვაზე დადებითად თბილისის მოსახლეობის 50,2% პასუხობს.

მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ 0,5% აქვს სამეცნიერო ხარისხი.

მოსახლეობის 58,9% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში წარმატების მისაღწევად აუცილებელია კარგი განათლება. კითხვაზე - დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით - მოსახლეობის 68,8 პროცენტი პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს“, - აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება