სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდაზე?!
15-07-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას აგრძელებს. ამჯერად, 2019 წლის აბიტურიენტებს კითხვების დასმა გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეეძლოთ.

etaloni.ge გთავაზობთ აბიტურიენტების დასმულ კითხვებს, რომლებზეც გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით გოგელიძემ უპასუხა:

- ძირითადად რომელ საკითხებში უშვებენ აბიტურიენტები შეცდომას გეოგრაფიის გამოცდაზე?

- ყველაზე მეტად აბიტურიენტებს უჭირთ ღია დავალებებზე პასუხის გაცემა. ყურადღებით უნდა წაიკითხოთ დავალების პირობა და კონკრეტულად და ამომწურავად უპასუხოთ. პასუხებში არ არის საჭირო იმ საკითხების გაშლა, რომლებიც კითხვის პირობით არ არის მოთხოვნილი. ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარი აზრის ლაკონურად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას.
დახურულბოლოიანი დავალებაა.

- გეოგრაფიის გამოცდაში დახურული კითხვების რაოდენობა წელს რამდენი იქნება?

- დახურული დავალებების ბლოკში (კითხვები არჩევითი პასუხებით) იქნება 23 დავალება.

- ღია კითხვების რაოდენობაც არის განსაზღვრული?

- არ არის განსაზღვრული.

წელს გეოგრაფიის ტესტში ცვლილებებია - კერძოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გაიზრდება ე.წ. ხვედრითი წილი ღია დავალებებისა, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე;  შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი; ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი; ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა. აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები.

გეოგრაფიის დავალებების ნიმუში

გეოგრაფიის გამოცდას აბიტურიენტები 16 ივლისს ჩააბარებენ. წელს გეოგრაფიაზე 7 500-მდე ადგილია გამოცხადებული და 11 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება