სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი ცნობილია - რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
07-05-2019
-
+


თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ 2019 წელსაც განხორციელდება. ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.

„რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.geრეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებ გვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

მისი თქმით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2019-2020 სააღმზრდელო წელს. ამასთან, საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისათვის.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, საზაფხულო ბაღების სიაში რამდენიმე ცვლილებაა, კერძოდ, N170 ბაღის ნაცვლად, მთაწმინდის რაიონში ივლისში იმუშავებს N3 ბაგა-ბაღი, ისნის რაიონში N26 ბაღს ჩაანაცვლებს N66 ბაღი, ხოლო საბურთალოზე, N171 ბაღის ნაცვლად იმუშავებს N74 ბაგა-ბაღი.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს:

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186

დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.

ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.

ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.

კრწანისის რაიონი -N51, N206.

მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162

ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.

საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112.

სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72

ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება