სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხუთსულიანი ოჯახის თვიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 361 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს - საქსტატი
02-05-2019
-
+


საქართველოში ხუთსულიანი ოჯახის ოფიციალური თვიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 361 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური  ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2003 წელს  განისაზღვრა. საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2 300 კილოკალორიას მოიცავს და აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)
  • ლობიო - თვეში 600 გრამი;
  • ბრინჯი - თვეში 300 გრამი;
  • მაკარონი - თვეში 450 გრამი;
  • ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;
  • ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;
  • ძეხვი - თვეში 300 გრამი;
  • კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;
  • კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;

მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებულ შემადგენლობა იხილეთ ბმულზე.

მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა.

საქსტატის ცნობით, ერთსულიანი ოჯახის არსეობისთვის საკმარისია 160 ლარი და 50 თეთრი, ორსულიანი ოჯახისთვის - 256 ლარი და 80 თეთრი, სამსულიანი ოჯახისთვის - 288 ლარი და 90 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახისთვის - 321 ლარი,  ხუთსულიანი ოჯახისთვის - 361 ლარი და 20 თეთრი,  ექვსსულიანი და მეტისთვის კი  - 427 ლარი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება