TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N92 საჯარო სკოლაში პროექტი „არ დავაბულინგებ“ ჩატარდა
01-05-2019
-
+


თბილისის N92 საჯარო სკოლის II/1 კლასში პროექტი ,,არ დავაბულინგებ“ განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო პედაგოგებს ბავშვებისთვის აეხსნათ და ესწავლებინათ, რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდი და თითოეულ მათგანს აქვს რაღაც დადებითი და უარყოფითი. საჭიროა, ბავშვებმა ადრეული ასაკიდან დაუთმონ ყურადღება სხვების დადებითი მახასიათებლების ძიებას და ეცადონ, საკუთარი ქცევით არ მიაყენონ ფიზიკური ან/და მორალური ზიანი ერთმანეთს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებაში სუფევდეს ჰარმონიული ურთიერთობა და სწორედ მსგავსი ქცევა შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას ღირსეულ მოქალაქეებად.

პროექტი დაიყო სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე ბავშვებს განუმარტეს სიტყვა ,,ბულინგის“ მნიშვნელობა. რომ ბულინგი ნიშნავს, როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც ხორციელდება ერთ რომელიმე ბავშვზე თანაკლასელების ან სხვა ჯგუფის ბავშვების მიერ. ახსნეს, რომ ვინც ამ ქცევას მიმართავს, სურს მეორე ბავშვის დაშინება და დამორჩილება. აგრესიულობა სულაც არ არის ქცევის ბუნებრივი პროცესის გამოხატულება. ზოგჯერ აგრესიულმა ქცევამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოგვიტანოს. მოიყვანეს მაგალითები მომხდარი და გაგონილი ამბებიდან. შემდგომ ეტაპზე მოსწავლეები გაეცნენ ორ მოთხრობას: ,,სიკეთე ბოროტებისთვის“; „წითელი ბუშტი“ და ზღაპარს - ,,წითური კნუტი“. წაიკითხეს და გამართეს დისკუსია. ბავშვებმა ამ ნაწარმოებებში ზუსტად ამოიცნეს ,,მჩაგვრელი“ და ,,ჩაგრული“. დაგმეს ,,მჩაგვრელი“ პერსონაჟები, გააკრიტიკეს და რჩევებიც მისცეს მათ. თქვეს, რომ თვითონ არასოდეს მოიქცევიან მათ მსგავსად.

პროექტის დასასრულს მშობლების თანდასწრებით, სკოლაში მოეწყო ჩვენება რ.ჯ. პალაციოს წიგნის მიხედვით გადაღებული, სტივენ ჩბოსკის ფილმისა „საოცრება“. ამ ფილმმა თითოეულ მათგანს უფრო ნათლად დაანახა ურთიერთპატივისცემისა და სიკეთის მნიშვნელობა ურთიერთობებში. პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია. ბავშვები დააფიქრა თავიანთ ქცევებსა და ურთიერთობებზე. მიხვდნენ რომ საჭიროა, პატივი სცენ ყველას, როგორც უფროსს, ასევე თანატოლებსა და მათზე უმცროსებსაც. გაიაზრეს, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს შიშისა და ჩაგვრის გარეშე. პროექტმა გაზარდა მათი ცნობიერება ბულინგის პრობლემატიკისა და მისი გადაჭრის გზების ირგვლივ.

პროექტს პედაგოგი ეკატერინე ამბროლაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება