სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო, სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა

გოარ სარუხანიანი - მასწავლებელი, რომელმაც პედაგოგიური მოღვაწეობა 17 წლისამ დაიწყო, უკვე 37 წელია ამ საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურება
28-03-2017
-
+


გოარ სარუხანიანი დაბა აბასთუმნის სკოლის მასწავლებელი და ''ეტალონის'' ტრენერია.

პედაგოგიური მოღვაწეობა 17 წლისამ დაიწყო და უკვე 37 წელია ამ საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურება.

''დღესაც ვმოღვაწეობ იმ თბილ გარემოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ამ გარემოს  აბასთუმანი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის რაღაც მონაკვეთში განათლება ულამაზეს ქალაქ ერევანში მივიღე, შემდეგ კი  ვანაძორში, ყოველთვის მქონდა აბასთუმნის ნოსტალგია. 37 წელია მასწავლებლად ვმუშაობ იმ სკოლაში, სადაც ჩემთვის პირველი ზარი დაირეკა.''

ყოველ დილით შვიდის ნახევარზე დგება და სკოლისკენ მიმავალ გზას მიუყვება. იმ სკოლისკენ, სადაც ყოველთვის სიხარულით ელიან.

''ამ თბილ გარემოში ადვილი და სასიამოვნოა კოლეგებთან და მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვერდში გვიდგას და ყველაფერში გვეხმარება მუდამ ორგანიზებული და ენერგიული, ჩვენი დირექტორი ქალბატონი სვეტლანა ბოჩიკაშვილი.''

ქალბატონი გოარი ჩვენთან საუბრისას ''ეტალონში'' მიღებულ გამოცდილებაზე და პროექტის როლზე ამახვილებს ყურადღებას:

''ჩვენი სკოლა პროექტ ''ეტალონში'' სკოლის დირექტორის რჩევით ჩაერთო. მე და ჩემი მოსწავლეები პროექტში დიდი ხალისით ჩავერთეთ. ბევრი გადაუშლელი წიგნი წავიკითხეთ, ბევრი ვიშრომეთ და მადლობა უფალს, რომ ჩვენს შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ჩვენი სკოლა X კლასის მოსწავლემ ლუკა ვახრამიშვილმა ასახელა. სარაიონო ტურნირში მოპოვებულმა III ადგილმა დიდი სიხარული მოგვიტანა და რაც მთავარია, სწავლის სტიმული მისცა სხვა მოსწავლეებს. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ყველას, ვინც ამ პროექტის ორგანიზებაში მონაწილეობს. წარმატებებს გისურვებთ და ბოლოს მინდა გითხრათ, თქვენ კარგ საქმეს ემსახურებით.''


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება