TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეს პროექტი უალტერნატივოა საქართველოში“- ბაღდათში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
22-04-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ფარსათის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ბაღდათის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნინო მშვილდაძე, ბაღდათის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე ირინა ტყეშელაშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი გელა მშვილდაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, ნინო მშვილდაძემ მომავალი თაობისთვის „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ეს საგანმანათლებლო კონკურსი ძალიან კარგად აისახება ბავშვების წარმატებაზე და ვფიქრობ ის ძალიან ეხმარება ჩვენს ბავშვებს წარმატებას მიაღწიონ მომავალში და უკეთესი გზა იპოვონ ცხოვრებაში“.

ბაღდათის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვანო ჟორჟოლიანმა „ეტალონი“ „მომავლის პროექტად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის ასწავლის მოსწავლეებს ჯანსაღ კონკურენციას:

„ასეთი კონკურსები არის მოტივი იმის, რომ ქონდეთ ბავშვებს მომავალში წარმატება. აქ სწავლობენ ბავშვები ჯანსაღ კონკურენციას. „ეტალონი“ არის ის პროექტი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ „მომავლის პროექტი“. აქვე, ვისურვებდი ძალიან ბევრი მოსწავლე აქტიურად ჩაერთონ ამ კონკურსში და მიაღწიოს წარმატებას საკუთარი განათლებით და ცოდნით“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ გიორგიძემ ყველა მოსწავლეს ნინტელექტ- ჩემპიონატში მონაწილეობისკენ მოუწოდა და „ბაღდათის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატებები უსურვა:

„ეტალონი“ ძალიან ემოციური პროექტია. წელს უკვე მეორედ დავესწარი ამ ღონისძიებას და ძალიან რთულია ხოლმე ჩემპიონატის შემდეგ რამის თქმა. წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილეებს და გამარჯვებულ გოგონას. ვფიქრობ, ყველა მოსწავლემ აუცილებლად უნდა სცადოს აქ წარმატების მიღწევა, რამეთუ, ეს მართლაც ღირსეული და ღირებული პროექტია“.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირინა ტყეშელაშვილმა პროექტის ავტორს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმისთვის და „ეტალონს“ წარმატებები უსურვა:

„მოსწავლე- ახალგაზრდობის განვითარებისათვის და დღევანდელი დღის საპასუხოდ აუცილებელია ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება. იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც დღეს მიიღეს მონაწილეობა და აჩვენეს არაჩვეულებრივი შედეგები, მომავლისთვის იქნებიან საქართველოსთვის ერთ-ერთი წარჩინებული პიროვნებები. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას, ამ პროექტისთვის და ვუსურვო წარმატება და წინსვლა, რადგან ჩვენი ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ ყოველთვის მობილიზებულნი სწავლისთვის და განათლებისთვის“.

მერის პირველმა მოადგილემ, კახა ენუქიძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ეტალონი“ ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია მომავალი თაობისთვის, რადგან სწორედ ჩვენი მომავალი თაობის მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის ბედი. ამდენად, ძალიან გვჭირდება განათლებული და ნასწავლი თაობა. მინდა, მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ახალგაზრდებს“.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა, გელა მშვილდაძემ „ეტალონი“ საქართველოში არსებულ პროექტებს შორის უალტერნატივოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის დახმარებით მოსწავლეებში მაღალია მოტივაცია და ინტერესი სწავლის მიმართ:

„ეს პროექტი უალტერნატივოა საქართველოში. ეს ნამდვილად ეროვნული პროექტია. დღევანდელ დღეს ძალიან დიდი შედეგი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს აქვთ მოტივაცია ისწავლონ, იმეცადინონ და საკუთარი ცოდნითა და განათლებით მიაღწიონ წარმატებას. აქვე მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ ბიჭები ძალიან პასიურობენ და წელს პირველი ცხრა ადგილი გოგონებმა დაიკავეს. ვიმედოვნებ ეს მომავალი წლისთვის დაბალანსდება და ბიჭები მეტად მოინდომებენ განათლების კუთხით წარმატების მიღწევას“.

დიმის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა კახაბერ გუმბერიძემ აღნიშნა, რომ მარიამ ვარდოსანიძის გამარჯვების შემდეგ დიმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან განათლების საშუალებით წარმატების მიღწევით:

„მქონდა იმედი ჩემი მოსწავლის. ძლიერი მოსწავლეა და ვიცოდი რომ ამ პროექტში ის აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას. მე დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი სკოლის მოსწავლეების ინტერესი აღნიშნული კონკურსის მიმართ და ბავშვები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან და იმეცადინებენ წარმატების მისაღწევად“.

"ბაღდათის ეტალონი მოსწავლის" ტიტული დიმის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ მარიამ ვარდოსანიძემ მოიპოვა:

„წელს, ჩემთვის, „ეტალონში“ გამარჯვების მოპოვების მესამე მცდელობაა. გულზე ხელი არასოდეს დამიკრეფია, ვმეცადინეობდი და ვცდილობდი მიმეღწია წარმატებისთვის. ეს საოცარი ემოცია, საოცარი შეგრძნება და ყველას ვუსურვებ ერთხელ მაინც გამოსცადონ ეს სიხარული“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სკოლაში არსებობდა „ბულინგის კულტურა“, რომელსაც ხელმძღვანელობამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

განათლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებაა - ცნობილია, რა ვალდებულება და უფლებამოსილება დაემატა უწყებას

სკოლის დირექციისთვის/ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის - შეხვედრა 17 მარტს ჩატარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფრმალური განათლების პროექტებში

V-VI კლასების მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

 

 

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიება დასრულდა დადებითი ემოციებითა და გულთბილი სურვილებით დედების მიმართ

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება