| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N108 საჯარო სკოლაში 14 აპრილთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში IIIვ და IVდ კლასების მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებლებმა: ეკა კენჭაძემ და სოფიკო ბაქუზანაშვილმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.
კვირეულის I დღე: ინფორმაციის გაცნობა; მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ანბანის ასოებით დერეფნის გაფორმება; კალიგრაფიის კონკურსი „ჩვენ ლამაზად ვწერთ“; დილის პროვოცირება - მასწავლებლების მიერ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გახსენება.
კვირეულის II დღე: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ერთობლივად კითხვა; მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა (კედლის გაზეთი/ნახატები); კითხვის კონკურსი, წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის „ფუტკარი“; ორივე კლასიდან გამოვლინდა სამი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.
კვირეულის დღე III: სიმღერა „ო, ენავ ჩემო“; დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ვიქტორინა; ასო-ბგერების მოხატვა; ანდაზების გახსენება.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა