სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯვარის N4 საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება „ჩვენი სამშობლო საქართველოა“ მიუძღვნეს
12-04-2019
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ნანი ქარდავამ და თამარ გეთიამ მოსწავლეებთან ერთად 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი სამშობლო საქართველოა“ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ლეასები წაიკითხეს და 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გაიმართა ასევე გამოფენა - „გაცრეცილი გაზეთის ფურცლები გვესაუბრებიან 9 აპრილზე“ .

„მაყურებელს სცენიდან ესაუბრებოდნენ საქართველოს ღირსეული მეფეები-ფარნავაზი, მირიანი, ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი. სცენაზე გამოჩნდნენ უსახელო გმირები და საქართველოს ერთგული ჯარისკაცები. გაიხსენეს 9 აპრილი, წაიკითხეს ლექსები და დაღუპულთა ხსოვნას სანთლები დაუნთეს.

მოსწავლეებმა გამოფენით - „გაცრეცილი გაზეთის ფურცლები გვესაუბრებიან 9 აპრილზე“ დამსწრე საზოგადოება დააინტერესეს. მოსწავლეებმა წარმოდგენილი სცენით გასცეს პასუხი დასაწყისში დასმულ კითხვას „რანი ვიყავით? რანი ვართ? რანი ვიქნებით? ილია ჭავჭავაძის ერთ -ერთი პუბლიცისტური წერილიდან “,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება