სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოქტომბრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი „ტყე შეუნახე შვილებსა“ განხორციელდა
12-04-2019
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ირმა სანიკიძემ დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა  სასწავლო პროექტი „ტყე შეუნახე შვილებსა“. 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ბუნების დაზიანებას, გაუფრთხილებლობას უკავშირდებოდა; ასევე გაეგოთ, რა საფრთხე მოჰყვება ბუნების გაუფრთხილებლობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ გამოუმუშავდეთ ბუნების სიყვარულის, ემპათიის, თანაგრძნობის უნარები.

მოსწავლეებმა განსაზღვრულ დროში მოიძიეს მასალები, წაიკითხეს კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა, კერძოდ: ვაჟა-ფშაველას „ია“ და რევაზ ინანიშვილის „მუხა“. 

მათ მოამზადეს მინი-ინტერვიუ საზოგადოების ინფორმირებულობის დასადგენად,  მოამზადეს სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას მოთხრობის, „ია“-ს მიხედვით და წარუდგინეს თავიანთ თანატოლებს და მასწავლებლებს.

პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა შეაჯერეს მიღებული ინფორმაცია და გაათვითცნობიერეს, რომ ტყეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმებისათვის. მათ ჩამოუყალიბდათ დამოუკიდებლად მუშაობის, თანამშრომლობის, ინფორმაციის გაზიარებისა და პრეზენტაციის უნარი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება