სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარკვეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით პროექტი მოამზადეს
10-04-2019
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 9 აპრილთან დაკავშირებული პროექტი დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ისტორიის მასწავლებელმა, დარიკო ხვედელიძემ და ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ეთერ გოგალაძემ მოამზადეს.

პროექტი, IX კლასის მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს, მასწავლებლებსა და თანასკოლელებს წარუდგინეს. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ამ ტრაგედიის მონაწილე გადარჩენილ ადამიანებზე, რომელთა ღვაწლი ფასდაუდებელია.

მოსწავლეებმა საკუთარი შექმნილი ლექსებით შეამკეს გმირების სულები. გაიაზრეს და შეისისხლხორცეს მათი ქმედება და დადეს პირობა, რომ ღირსეულად შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას, დაიცვან და გაამთლიანონ საქართველო. დამსწრე საზოგადოებამ წარმატებები უსურვა ბავშვებსა და პედაგოგს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო გმირების ხსოვნას..

„თითქოს მომხდარი ტრაგედია ჩვენს გულებში ღრმად მიიძინებს ხოლმე. აპრილის დადგომას კი, თავისთავად მოაქვს სინანულისა და ბედნიერების შეგრძნება ერთად...  არ არსებობს გამარჯვება მსხვერპლის გარეშე, არც 9 აპრილს ჩაუვლია უმსხვერპლოდ, თუმცა მაინც, ეს იყო დღე გამარჯვებისა. ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი გმირი, არასდროს გადაშენდება.. ჩვენი მისიაა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება...

გმირები არასოდეს კვდებიან, რადგან გმირობა ღირსების შენარჩუნებაა. მათ სახელებს დავიწყება არ უწერია. სწორედ ამ გმირებმა საკუთარი სისხლით დაწერეს საქართველოს ისტორია... ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი.... მადლობა თავისუფლებისთვის...“-ნათქვამია დარკვეთის საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება