სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა - პარლამენტში კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
08-04-2019
-
+


სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე, განმეორებით ჩატარებული კენჭისყრისას 80 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილის სხდომაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრისას 54 მომხრე იყო და არც ერთი მოწინააღმდეგე, კანონის დაჩქარებული წესით მიღება არასაკმარისი ხმების გამო ვერ მოხერხდა. 

კანონპროექტის თანახმად, სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა, რაც გულისხმობს იმას, რომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაიცემა.

გარდა ამისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულებების სახით ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება