TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წეროვნის N3 სკოლაში ნორვეგიელი პროფესორებისა და მუსიკის პედაგოგიკის სტუდენტებისგან შემდგარმა ჯგუფმა მასტერკლასი ჩაატარეს
04-04-2019
-
+


ნორვეგიელი პროფესორების და მუსიკის პედაგოგიკის სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი (სულ 15 სპეციალისტი) ყოველწლიურად (2016-2019) ჩამოდის საქართველოიში და მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლაში  მუსიკის გაკვეთილებს ატარებს.

მიმდინარე წელს 3 აპრილს სკოლაში ჩატარდა მასტერკლასი II-IX კლასების მოსწავლეებისა და მუსიკის მასწავლებლებისათვის და ასევე შემაჯამებელი კონცერტი.

„სახ. კონსერვატორია და ნორვეგიის მუსიკის აკადემია (ოსლო) ახორციელებენ ერთობლივ პროექტს (Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession, პროექტის ნომერი CPEA-2015/10004 - 2016-2019), რომელიცსრულად არის დაფინანსებული ნორვეგიის საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ (SIU). პროექტი მოიცავს ინსტიტუციური განვოითარების სხვადასხცვა მიმნართულებას, თუმცა მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს მუსიკის სწავლების დასავლური მეთოდოლოგიის გაცნობა და გაზიარება. ნორვეგიის მუსიკის აკადემია (ოსლო) ერთ-ერთი ლიდერია მუსიკის პედაგოგიკის  სფეროში. კონსერვატორიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს მასთან.

მუსიკა კრეატიული ხელოვნებაა, ასე რომ მუსიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მიზნად ისახავს კრეატიული უნარების გამო­მუშავებას ბავშვებში, მუსიკის გაკვეთილები ეხმარება მათ გამოხატონ საკუთარი თავი, გაიმდიდრონ წარმოსახვა,  სიამოვნება მიიღონ მუსიკისგან. დასავლური საგანმანათლებლო სისტემის მრავალწლიანმა პრაქტიკამ (გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, დანია და სხვ) დაგვარწმუნა ზოგადი მუსიკალური განათლების ამ მიდგომის წარმატებასა და სისწორეში. ნორვეგიის მუსიკის აკადემიის მუსიკის სწავლების მეთოდოლოგია სწორედ ამ უნარების განვითრებაზეა მიმართული; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ უნარების გამომუშავება ხდება ბავშვის მუსიკალური მონაცემის მიუხედავად.

კონსერვატორიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან, გააჩნია საერთო ფასეულობები და ხედვა. კონსერვატორიას ხანგრძლივი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  წეროანის N3 საჯარო სკოლასთან; დაარსების დღიდან მხარს უჭერდა სკოლას სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტის განხორციელებაში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონსერვატორიის პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული მუსიკის სწავლების აკადემიურ პროცესში;

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მომზადების ეტაპზე  ნორვეგიელი პროფესორებისა და კონსერვატორიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი აღნიშნულ სკოლებში დაესწრო მუსიკის გაკვეთილებს და მოახდინა მუსიკის სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეების ინდენტიფიცირება სწორედ სწავლების მეთოდოლოგიის და მუსიკის პედაგოგთა მომზადების თვალსაზრისით“,-ნათქვამია წეროვნის N3 საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება