| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლაში წიგნის „წიგნად მოყოლილი ტკივილი“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში წარმოდგენილია ოსიაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის საკლასო პროექტის „წიგნად მოყოლილი ტკივილი“ ფარგლებში მომზადებული სიტუაციური ამოცანები, ჩანახატები, ესეები და ნახატები ძალადობასთან დაკავშირებით.
პროექტი განხორციელდა სასკოლო პროექტების მცირე გრანტის ფარგლებში.
წიგნი მომზადებულია სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლში და სამცხე ჯავახეთში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი“.
მოსწავლეებმა წიგნის პრეზენტაცია მცირე პერფომანსით დაიწყეს და წიგნის შესახებ პრეზენტაციებით დაასრულეს. კონფერენციის მეორე ნახევარი კი სამოქალაქო განათლების ექსპერტების მოხსენებს დაეთმო შემდეგ თემებზე:
1. „ბულინგი სკოლაში“. მომხსენებელი: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი დალი ბროლიძე
2. „ოჯახში ძალადობა“. მომხსენებელი: ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი
3. „განრიდება და მედიაცია“. მომხსენებელი: ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.
წიგნის პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეების გარდა ესწრებოდნენ მშობლები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ხაშურის რესურსცენტრის თანამშრომლები, საზოგადოება „ბილიკის“ შიდა ქართლის რეგიონალური კოორდინატორი, ორგანიზაცია PC international-ის წარმომადგენელი და მხატვარი.
ოსიაურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ყველა მხარდამჭერს და სტუმარს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა