TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N94 საჯარო სკოლაში „მათემატიკის ოლიმპიადამ“ სტარტი აიღო
01-04-2019
-
+


უკვე მეოთხე წელია თბილისის N94 საჯარო სკოლა გაზაფხულის მეორე თვეს ექსკლუზიური და ინოვაციური „მათემატიკის ოლიმპიადით“ ეგებება. სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ გრანდიოზულ ღონისძიებას მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად etaloni.ge-ც დაესწრო და მათემატიკური ზეიმის თანაზიარი გახდა. 

ოლიმპიადის ინიციატორი და ორგანიზატორი სკოლის მათემატიკის პედაგოგი ინგა სტვილიაა. ოლიმპიადა 2016 წლიდან მიმდინარეობს და უკვე მასში სკოლის თითქმის ყველა მოსწავლეა ჩართული. წელს მოსწავლეებთან ერთად მათემატიკურ შეჯიბრში სკოლის ყოფილი მოსწავლეებიც ჩაერთნენ და რამდენიმე საათით მოსწავლეობის პერიოდს დაუბრუნდნენ. 

ოლიმპიადა თავად ორგანიზატორმა გახსნა, რომელმაც პედაგოგებსა და სკოლის დირექტორს, ნინო გახარიას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხდა. შემდეგ უკვე მონაწილე გუნდებიც წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და შეჯიბრიც დაიწყო. 

პედაგოგი ინგა სტვილიას თქმით, ოლიმპიადა შვიდი რაუნდისგან შედგება. თითოეულ რაუნდში მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა. შეჯიბრი აპრილის შუა რიცხვებამდე, ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება და მეოთხედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. 

სკოლის დირექტორმა, ნინო გახარიამ ოლიმპიადა შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა: 

„უკვე მეოთხე სეზონია, რაც ჩვენს სკოლაში მათემატიკის ოლიმპიადა ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორი, მათემატიკის პედაგოგი ინგა სტვილია ასევე გახლავთ მათემატიკის კლუბის „უსასრულობის“ დამაარსებელი და ამ ოლიმპიადის ჩატარების იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. მისი ძალისხმევით და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების თანადგომით, რომლებიც ღონისძიებაზე დასახელდნენ, ოლიმპიადა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ მათი ჩვენთან ურთიერთობა, მათ ჰქონდეთ საშუალება გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და უნარები და ეს ოლიმპიადა ამისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, ჩვენ ღონისძიებაზე ვიწვევთ ხოლმე სხვა სკოლების მოსწავლეებს, რათა სკოლებს შორისაც გავაღრმავოთ ურთიერთობა, რაც ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია“. 

წელს გახსნით ღონისძიებაზე სტუმარი სკოლის სტატუსით თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ამავე სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა იმყოფებოდნენ. 

„პირველ რიგში, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებს ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს და ახალისებს ორი სკოლის ურთიერთთანამშრომლობას. ძალიან მიხარია, რომ ამ ღონისძიების თანამონაწილეები ვართ და ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. ეს ჯერჯერობით პირველი ნაბიჯია, თუმცა მე და ქალბატონ ნინოს კიდევ გვაქვს რაღაც იდეები და იმედია მათაც განვახორციელებთ“ - აღნიშნა მიმოზა ტყებუჩავამ. 

ოლიმპიადაში მონაწილე XI-XII კლასის მოსწავლეები და სტუდენტები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში ნინო გახარიასთან და მიმოზა ტყებუჩავასთან ერთად, თბილისის N94 საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე დემე შონიაც ირიცხებოდა. დემე ამჟამად თბილისის N162 საჯარო სკოლის მოსწავლეა, თუმცა ყოფილი სკოლის ღონისძიებებს კვლავ აქტიურად ადევნებს თვალს. 

მათემატიკის ოლიმპიადის მორიგი ტური მომდევნო შაბათ-კვირას გაიმართება. სხვადასხვა ტურში გამარჯვებული მოსწავლეები სპეციალური სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება