სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

29 მარტის მონაცემებით, ეროვნულ გამოცდებზე 25 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული
29-03-2019
-
+


29 მარტის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 25 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. 

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა და აბიტურიენტებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, აბიტურიენტებს 3 აპრილამდე ერთი საგანი მაინც უნდა ჰქონდეთ არჩეული. 

„გაგაცნობთ შუალედურ სტატისტიკას და აბიტურიენტებს ვთხოვ, 3 აპრილის 18:00  საათამდე ნუ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს. 3 აპრილამდე აუცილებელია, ერთი საგანი მაინც ჰქონდეთ არჩეული აბიტურიენტებს, რათა რეგისტრაცია ჩაეთვალოთ. ამ პერიოდისთვის 25 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. დღეში 3 500-მდე აბიტურიენტი რეგისტრირდება“,-აღნიშნა სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1 100 - ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 4 000 - მდე აპლიკანტმა შეავსო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმეეტაპიანია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი - რომელიც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ხშირად დასმული კითხვები.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია 12 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება