სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ, სამასწავლებლო

რა მიმართულებებზე აგრძელებენ სწავლას აბიტურიენტები და რომელ პროფესიას ანიჭებენ უპირატესობას - საჯარო სკოლების დირექტორების მოსაზრებები
27-06-2019
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს იწყება. აბიტურიენტებს პირველი გამოცდა  ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვთ. 

etaloni.ge დაინტერესდა, ძირითადად რა მიმართულებებზე აგრძელებენ სწავლას აბიტურიენტები და რომელ პროფესიას ანიჭებენ უპირატესობას. ამ თემებზე საჯარო სკოლების დირექტორებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს: 

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კენჭოშვილი:

„მოსწავლეების არჩევანი ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებულია, თუმცა ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეების უმეტესი ნაწილი ბიზნეს-ადმინისტრირებას ანიჭებს უპირატესობას. რა თქმა უნდა, აბარებენ სხვა პროფესიებზეც, მაგრამ აბიტურიენტების უმეტესობა მაინც ამ კუთხით აგრძელებს სწავლას“. 

აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის N8 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მაისურაძე:

„ჩვენ საკმაოდ ბევრი აბიტურიენტი გვყავს, ამიტომ კონკრეტული მიმართულებების გამოყოფა მიჭირს, თან სტატისტიკა ყოველწლიურად იცვლება. მაგალითად, შარშან საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები იყო ძალიან პოპულარული, ასევე, სამედიცინო და იურიდიული. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, განსაკუთრებით დიდმა რაოდენობამ აირჩია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თსუ, სამედიცინო და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“. 

ქუთაისის N15 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე:

„ჩვენთან ძალიან პოპულარული მიმართულებებია ჰუმანიტარული, იურიდიული, ეკონომიკის ფაკულტეტი და გასათვალისწინებელია, ასევე, უცხო ენების მიმართულებაც. გარდა ამისა, აბიტურიენტები არჩევანს აკეთებენ თბილისისა და ქუთაისის უნივერსიტეტებს შორის“. 

ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან სიხარულიძე:

„მოსწავლეები ძირითადად იმ ფაკულტეტებს ირჩევენ, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია. ესენია: იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ისინი აბარებენ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა თსუ, თავისუფალი და რაც მთავარია, იღებენ 100%იან გრანტებს, რაც ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის“. 

ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი:

„წლევანდელი სტატისტიკა ჯერ არ ვიცი, მაგრამ წინა წლების მიხედვით, ჩემს მოსწავლეებში განსაკუთრებით პოპულარულია ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებები. უნივერსიტეტების მიხედვით პრიორიტეტი ენიჭება თბილისის უნივერსიტეტებს და ასევე, საკმაოდ პოპულარულია ჩვენს რეგიონში, გორის სასწავლო უნივერსიტეტი და გორის თავდაცვის აკადემია“. 

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ხარშილაძე:

„ბოლო წლების ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, მოსწავლეებს, ძირითადად, გეზი აქვთ აღებული საბანკო მიმართულებით. ასევე, მათი გარკვეული ნაწილი აბარებს სამედიცინოზე, იურიდიულზე და საინჟინრო საქმეზე. სამწუხაროდ, მასწავლებლობა თითქმის არავის უნდა და ჩვენს პროფესიას იშვიათადად ირჩევენ“. 

ქარელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ საზანდრიშვილი:

„ჩვენი სკოლის აბიტურიენტების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი ირჩევენ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: სამედიცინოს, ტექნიკურ საგნებს, საავიაციოს, ბიზნესს და იურიდიულს. უნივერსიტეტებს რაც შეეხება, უმეტესი ნაწილი თბილისს წერს პრიორიტეტად და ძირითადად, დედაქალაქში არსებულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას“. 

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგლავა:

„ზოგადად, ჩვენი სკოლის მოსწავლეები უფრო მეტად ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით აგრძელებენ სწავლას, ასევე, სამედიცინო და ტურიზმიც საკმაოდ პოპულარულია. ძირითადად, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ირჩევენ პროფესიას. სხვათა შორის, შარშან რამდენიმე აბიტურიენტმა პედაგოგობა გადაწყვიტა“. 

ქუთაისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე:

„მართალია, ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლემ ჩააბარა სამედიცინო უნივერსიტეტში, თუმცა საერთო სურათს თუ გადავხედავთ, უმეტესი ნაწილი მაინც ეკონომიკური და ბიზნეს მიმართულებით აგრძელებს სწავლას. აღსანიშნავია ასევე ის, რომ რამდენიმე მათგანმა პროფესიული სასწავლებლებიც აირჩიეს და გარკვეულ პროფესიას ეუფლებიან, რაც მისასალმებელი და სასიხარულო ფაქტია ნამდვილად“. 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის დირექტორი ნაილი ადეიშვილი:

„ჩემი სკოლის აბიტურიენტები აბარებენ, როგორც ჰუმანიტარულ, ისე ტექნიკურ დისციპლინებზე. წელს მე-12 კლასში 8 მოსწავლე გვყავს და მათგან 6 აპირებს სწავლის გაგრძელებას. წინა წლების მონაცემების მიხედვით კი, მოსწავლეების არჩევანი სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ფილოლოგიურ მიმართულებას შორის გადანაწილდა“. 

ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე:

„ჩვენს სკოლაში, ისევე როგორც წინა წლებში, თითქმის ყველაფერი ძველებურადაა. აბიტურიენტები უფრო მეტად რეგისტრირდებიან ფსიქოლოგიურ, სოციოლოგიურ მიმართულებებზე, მათი ცოტა ნაწილი ირჩევს სამედიცინო უნივერისტეტს და ასევე, პოპულარულია იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტები. ამავდროულად, ბოლო დროს პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი ბიჭებში, ინჟინერიისა და ელექტროინჟინერიის დარგები“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ ვნე­ბის კვი­რის პა­რას­კე­ვის შესახებ და საიდან მოდის კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია

ბაკალავრები მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ - საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულ წლებში გაცემულ დიპლომებს ეხება

როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

4 სახარებისეული მოვლენა, რომელსაც  დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებლური სამყარო იხსენებს

„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“... - 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება