სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ნუცა დიღმელაშვილი ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობის მეორე მცდელობაზე ''მცხეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გახდა
23-02-2017
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''მცხეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი  მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკანის სკოლაში ჩატარდა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მადონა ჯიქია, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მაია თელია, რესურსცენტრის უფროსი ბექა იორდანაშვილი, წილკანის სკოლის დირექტორი ლეილა ტაველური, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''მცხეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს მისაქციელის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნუცა დიღმელაშვილი დაეუფლა.

''მცხეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' ნუცა დიღმელაშვილი აღნიშნავს, რომ წელს მეორედ მონაწილეობდა ინტელექტ-შეჯიბრში:

''ეტალონში შარშანაც ვმონაწილეობდი. ძალიან მომწონს ეს პროექტი და დადებითად ვარ განწყობილი. ძალიან კარგი კითხვები იყო და პასუხის გაცემა არ გამჭირვებია. იყო ისეთი კითხვები, რომლებზეც ფიქრი დამჭირდა, იყო ისეთებიც, რომლებზეც მალევე გავეცი პასუხი. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, ისწავლო და წაიკითხონ არა მარტო სკოლის, არამედ ზოგადი ლიტერატურაც.''

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მადონა ჯიქიას თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტი ყოველთვის ითანამშრომლებს ''ეტალონთან.''

''ჩვენი და ''ეტალონის'' ურთიერთობა წარმატებული აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ეს  კარგი გამოცდილება იყო ჩვენი ბავშვებისათვის. განსაკუთრებულად გვეამაყება ნუცა დიღმელაშვილი. ჩვენ იმედი გვაქვს, ის უკეთესს შედეგს აჩვენებს. წინა წლის გამარჯვებულმა საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა და ესეც ძალიან კარგი შედეგია. მინდა მადლობა ვუთხრა პროექტის მენეჯერებსა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ''ეტალონი'' კვლავაც გაგრძელდება და მცხეთის მუნიციპალიტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს ამ პროექტთან.''

საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი მადლობას უხდის  გოჩა ტყეშელაშვილს და ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს:

''ძალიან კმაყოფილი ვარ ''ეტალონით''. ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში სწავლის მაღალი დონეა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სკოლები კარგად მუშაობენ. ბატონი გოჩა არაჩევეულებრივად უძღვებოდა საღამოს, ძალიან კარგად მიჰყავდა შეჯიბრი. მე მივესალმები ბატონი გოჩას ასეთ მიგნებებს. იგი ცნობილია თავისი ორატორული ნიჭით. იგი მუშაობდა დარბაზის გააქტიურებაზე. მთელი დარბაზი იყო ჩართული. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩას და მის გუნდს ასეთი კარგი პროექტისთვის. მე დღეს ეს ყველაფერი მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის სხდომაზე განვაცხადე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ კარგ საქმეში.''

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მაია თელიას თქმით, ''ეტალონი'' მომავალი თაობის განვითარებასა და მოტივაციას უწყობს ხელს.

''საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' საკმაოდ დიდი ინტერესითა და მოწონებით სარგებლობს მთელი საქართველოს მასშტაბით. მადლობას ვუხდით ინტელექტ-შეჯიბრის დამფუძნებლებს, ხელმძღვანელებს, ორგანიზატორებს ასეთი წარმატებული პროექტის შექმნისათვის, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითარებასა და მოტივაციას.''

რესურსცენტრის უფროსის ბექა იორდანაშვილის თქმით, ''ეტალონი'' მუდმივად პროგრესირებადი პროექტია:

''ეტალონი'' მუდმივად პროგრესირებადი პროექტია სრული გადაჭარბების გარეშე. ეს არის მართლა ეროვნული პროექტი. ჩვენგან სრული მხადაჭერა ექნება ამ ინტელექტ-შეჯიბრს. ეს პროექტი მაგალითია საქმესთან ახლოს მყოფი პატრიოტიზმის. მინდა მოგილოცოთ ასეთი პროექტი. ასეთი მაგალითი, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ცოტაა. სხვებსაც მინდა ვურჩიო თქვენგან აიღონ მაგალითი. ძალიან წარმატებულები ხართ თქვენ და თქვენი გუნდი.''

''მცხეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ნუცა დიღმელაშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. 

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს". 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეიტინგული სია ცნობილია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

როდემდე შეიძლება პასქის გამოცხობა წინასააღდგომოდ და არსებობს თუ არა შეზღუდვები ვადებში - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

მილიონ ლარიანი ტენდერი თბილისის საბავშვო ბაღებისთვის - სააგენტო საბნებს, საწოლის თეთრეულსა და ქსოვილის სხვა ნივთების განახლებას გეგმავს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პოეზიის აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება

თარიღს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კალიგრაფიული ნამუშევერები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება