სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ჩვენი „ეტალონი“ ნამდვილად იქცა დღესასწაულად“ – ვინ გახდა ამბროლაურის გამორჩეული მოსწავლე
20-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობით, ამბროლაურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლია გოგოლაძე, რესურსცენტრის უფროსი კახა რეხვიაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ „ეტალონის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად ზრდის მოტივაციას მომავალ თაობაში:

„ჩვენთან „ეტალონი“ ნამდვილად იქცა დღესასწაულად. რეგიონისთვის ბატონი გოჩასა და ჩემპიონატის სტუმრობა დიდი ზეიმია. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას და განვითარებას. ჩვენი რეგიონი გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვებით არის ცნობილი და „ეტალონი“ კიდევ უფრო უწყობს ხელს ბავშვების ინტერესის გაღვივებას სწავლისა და ცოდნის მიმართ“.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გიორგი გონაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ინტელექტ- ჩემპიონატი ზეიმს შეადარა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ დიდ სტიმულს აძლევს მოსწავლეებს:

„დღევანდელმა დღემ, მართლაც საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. ზოგადად „ეტალონი“ ის პროექტია, რომელიც სწავლის დიდ სტიმულს აძლევს მომავალ თაობას და ცხადია, ჩვენ ყველა მივესალმებით ამ პროექტს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მას.“

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით მხეიძემ აღნიშნა, რომ „ეტალონისა“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს შორის მეგობრობა უკვე წლებს ითვლის:

„ჩვენი მუნიციპალიტეტი „ეტალონს“ უკვე არაერთი წელია აქტიურად უჭერს მხარს, რადგან ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის განათლებული მომავალი თაობა უმნიშვნელოვანესია. ძალიან კმაყოფილი ვართ დღევანდელი დღით და ვუსურვებ ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად იასპარეზებს ის ფინალზეც, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტი გამორჩეული და ცნობილია წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეებით.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალან საგანელიძემ აღნიშნა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი „ეტალონთან“ მრავალწლიანი მეგობრობით და წარმატებული მოსწავლეების სიმრავლით გამოირჩევა:

„ტრადიციულად, დღევანდელი დღეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ამ პროექტის შესახებ სრულიად საქართველო კარგად არის ინფორმირებული და ცხადია, ჩვენი მუნიციპალიტეტიც უკვე წლებია ვერთვებით და აქტიურად ვუჭერთ მხარს მის იდეებს. პირადად მე, ჯერ კიდევ ამ პროექტის საწყისი ნაბიჯებიდან მოყოლებული, ძალიან დიდი გულშემატკივარი გახლავართ და ჩემი და ბატონი გოჩას მეგობრობაც უკვე თითქმის შვიდ წელიწადს ითვლის. დღეს, ამდენი გახარებული, ბედნიერი თვალების დამნახავი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი „ეტალონის“ძალიან დიდ წარმატებაში. მინდა ჩვენს გამარჯვებულს ვუსურვო წარმატება „ეტალონის“ ფინალში და აქვე აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. ასევე წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, კახა რეხვიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მოსწავლეებში, ინტელექტ- ჩემპიონატების მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია:

„ეტალონი“ ნამდვილად ძალიან ეროვნული, საინტერესო და საჭირო პროექტია. ის უწყობს ხელს ჩვენი მოსწავლეების ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, კრეატიულობას, მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენას. ჩვენი მუნიციპალიტეტი ძალიან აქტიურად მონაწილეობს ჩემპიონატში და მოსწავლეებიც, რომლებშიც მოტივაცია ძალიან მაღალია, ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე იწყებენ მომზადებას და ვფიქრობ, მომზადების მაღალი დონე  დაფიქსირებული ქულებითაც კარგად გამოიხატება“.

„ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ტიტული ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, მარიამ მაჩაიძემ მოიპოვა:

„წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა და სიმართლე გითხრათ, წარმატების არანაირი იმედი არ მქონდა, რადგან შარშან ათეულშიც ვერ მოვხვდი. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით და ყველა მონაწილეს ვუსურვებ ყოველთვის ქონდეთ წარმატების იმედი, არასოდეს დაყარონ ფარ-ხმალი და სწამდეთ, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება