სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვინ იყო ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველი სურბ სარქისი და რატომ ქრის დღესასწაულზე ძლიერი ქარი
19-02-2019
-
+


ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უკითხავს როდის დამთავრდება სურბ სარქისის ქარი. დღესასწაული ყოველ წელს, თებერვალში ან იანვარში (დღესასწაული მოძრავია) აღინიშნება და სურბ სარქისის დღეებში ყოველთვის ძლიერი ქარი ქრის.

ვინ იყო სურბ სარქისი და რა კავშირშია ქართან წმინდანი ამაზე ლეგენდა მოგვითხრობს.

სურბ სარქისობა სომეხი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და სახალხო დღესასწაულია.

სურბ სარქისი მიიჩნევა ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად. დღესასწაულს წინ უძღვის 5 დღიანი მარხვა, ხოლო დღესასწაულის წინა ღამით, ახალგაზრდები მიირთმევენ დამარილებულ კვერს, რათა სიზმარში საქმრო ან საპატარძლო გამოეცხადოთ.

ამ დღეს სომხურ ოჯახებში მოხალული ფქვილისგან ფოხინდი მზადდება, რომელსაც სახლის კარის ზღურბლზე დგამენ. ხალხური გადმოცემის თანახმად, ბედნიერების ნიშნად,  ღამით ფოხინდზე ნალის კვალი უნდა დატოვოს წმინდა მხედართმთავარი სარქისის ცხენმა.

ამ დღეს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას სურბ სარქისის ეკლესიაში. მრევლი ღამით იკრიბება და ტაძარში და ახალგაზრდები ერთმანეთს სანთლებს უცვლიან, რაც ასევე მომავალი ოჯახური ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენს.

სომხური ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისმა თებერვალში მოიტაცა ბერძენი ელენა. მამამ მდევრები დაადევნა, მაგრამ ამოვარდა საშინელი ქარბუქი და რამდენიმე დღე გაგრძელდა. მდევრებმა ქალი ვეღარ დაიბრუნეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება