სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გერმანელების შემდეგ ყველაზე მეტი „დიპლომიანი“ მშობელი ქართველ სტუდენტებს ჰყავთ
19-02-2019
-
+


ქართველი სტუდენტების თითქმის 37% მიიჩნევს, რომ მათ მშობლებს ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, მაშინ როცა გერმანიაში მშობლების ფინანსურ მდგომარეობას იმავენაირად სტუდენტების მხოლოდ 26% აფასებს. 

რაც შეეხება მშობლების განათლებას, კვლევითი კომპანია ipm-ის ცნობით, ქართველი სტუდენტები მშობლების განათლების მაჩვენებლით გერმანიის გარდა, ყველა გამოკითხულ ქვეყანას უსწრებენ.

საერთაშორისო კვლევა „​ევროსტუდენტის“ მიხედვით, რომელიც ევროპის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან ჩატარდა, გამოკითხულმა სტუდენტებმა მშობლების განათლების და ფინანსური სტატუსის შესახებ უპასუხეს კითხვებს.

კვლევაში გერმანია, ლიტვა, ლატვია, ჰოლანდია, დანია, უნგრეთი, საქართველო და ევროპის სხვა ქვეყნები მონაწილეობდნენ.

აღმოჩნდა, რომ 30-მდე ქვეყანას შორის, ქართველი სტუდენტები მხოლოდ გერმანიას ჩამოუვარდებიან მშობლების უმაღლესი განათლების მაჩვენებლით. ქართველი სტუდენტების 66,4%-ის ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება.

სქესის მიხედვით, ქართველი სტუდენტების მშობლების საგანმანათლებლო სტატუსის ანალიზი აჩვენებს, რომ უფრო მეტად მამებს აქვთ უმაღლესი განათლება (57,4%), ვიდრე დედებს (52,7%).

ქართველი სტუდენტების შეფასებით, მშობლების 36,9%-ს აქვს კარგი ან ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობა, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით. ქართველ სტუდენტებთან შედარებით, ნაკლები სტუდენტი აფასებს მშობლების ფინანსურ მდგომარეობას, როგორც „კარგს“ ან „ძალიან კარგს“ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა: გერმანია (26,3%), დანია (34,2%), ირლანდია (24,8%) და სხვ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება