სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიიღებენ თუ არა 5 წლის ასაკის ბავშვებს სკოლაში - მარიამ ჯაში განმარტებებს აკეთებს
13-02-2019
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოხსნილია.

როგორც მარიამ ჯაშმა განმარტა, სკოლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გარკვეული ბარიერები ახლავს თან.

მისი თქმით, გადაწყვეტილება სკოლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით არ არის დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკის შემუშავების პროცესსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა დამოკიდებულებაზე ან თუნდაც, იმ დამოკიდებულებებზე, რომელიც არსებობს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული გამოცდილებიდან.

„პირველი გახლავთ, არასაკმარისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები სკოლებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და პირველ რიგში თბილისში. თუ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, უნდა ვიყოთ მზად, 15-დან 20 ათასამდე დამატებითი პირველკლასელის მისაღებად, რაც დღევანდელი მდგომარეობით არ არის რეალური.

მეორე - იმ ქვეყნებში, სადაც ხდება გამონაკლისი წესით არასავალდებულო ასაკში მოსწავლეების მიღება, არსებობს სასკოლო მზაობის შეფასებების ინსტრუმენტები, რომლებიც ინერგება სკოლის, მუნიციპალიტეტის, შტატის საგანმანათლებლო უწყებების დონეზე და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ბავშვთა რეგისტრაცია სკოლებში“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებენ, თუმცა არ სურს, მოლოდინები შეიქმნას, რომ მიმდინარე წელს ცვლილებები განხორციელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება