სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რომელ ქვეყნებში არიან ყველაზე ასაკოვანი და ახალგაზრდა პედაგოგები
12-02-2019
-
+


მსოფლიოში მასწავლებლების უმეტესობა ქალია (70%). ამასთან, ყველაზე მეტი ქალი მასწავლებელი ბულგარეთში, ესტონეთში, ლიტვაში, სლოვაკეთსა და სლოვენიაში ასწავლის.

ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development, OECD) კვლევა მოწმობს. კვლევაში მონაწილეობა 23 ქვეყნის თითქმის 70 000 პედაგოგმა მიიღო.

60 წელს გადაცილებული მასწავლებლები კი ყველაზე მეტი ნორვეგიასა და ესტონეთშია (დაახლოებით 12%). აბსოლუტური რეკორდსმენი სკოლაში ახალგაზრდა სპეციალისტების რაოდენობით (30-წლამდე) - თურქეთია. ამ ქვეყანაში ახალგაზრდა მასწავლებლების წილი 43%-ს უახლოვდება, მაშინ როცა მალტაში, ახალგაზრდა მასწავლებლების რაოდენობით მეორე ქვეყანაში, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ს შეადგენს. 

ყველაზე ნაკლები ახალგაზრდა მასწავლებელი, დაახლოებით 2%, იტალიურ საშუალო სკოლებშია.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, ბრაზილია, ირლანდია, მალაიზია, მალტა, პოლონეთი და თურქეთი, 50%-ზე მეტი მასწავლებელი 40 წლამდე ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაშია.

პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში პედაგოგების 86% 36 წლის და მეტი ასაკისაა, მათ შორის, 13% - 65 წლის და მეტისაა.

ასევე იხილეთ: საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში 81 წელს გადაცილებული 316 პედაგოგი ასწავლის


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება