სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში წყალი საერთოდ არ არსებობს - სახალხო დამცველის ანგარიში
11-02-2019
-
+


სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა სპეციალური ანგარიში, სადაც წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლება, მისი განხორციელების მნიშვნელობა და საქართველოში არსებული გამოწვევები განიხილა.

სახალხო დამცველმა ისაუბრა წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის მნიშვნელობაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა არსებული პრობლემები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ განათლების უფლების ეფექტურ რეალიზებაში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დოკუმენტის მომზადების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების მონიტორინგი განახორციელა. კერძოდ, მოიკვლია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, შეამოწმა 108 საჯარო სკოლა, მოაწყო ფოკუს-ჯგუფები მოსწავლეებთან; შეისწავლა სკოლების შიდა რეგულაციები და მიღებული ინფორმაცია შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართულობით დაამუშავა.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლების დიდ ნაწილში ნაკლებად ხელმისაწვდომია სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი; წყალმოხმარების ობიექტები და საპირფარეშოები გაუმართავი ან მოუწესრიგებელია, რიგ შემთხვევებში, ანტისანიტარული მდგომარეობაა. წყალის არარსებობა პრობლემებს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის თანამშრომლებსა და დამლაგებლებს, ვინაიდან მათ 
ტექნიკური გამოყენების წყლით სკოლის მომარაგება რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ადგილობრივი მოსახლის ეზოდან ან საერთო წყალმოხმარების ობიექტიდან უხდებათ. ასეთ პირობებში მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი, დაიბანონ ხელი და ა.შ.

შემოწმებულ სკოლებში ფიქსირდება არაიზოლირებული და სარემონტო საპირფარეშოები (მათ შორის, ხშირად ტუალეტებს არ აქვს კარი, არ მუშაობს ხელსაბანი ონკანი); არ ფუნქციონირებს კანალიზაციის სისტემა.

დაბალია სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონე სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უსაფრთხოების თაობაზე, რაც განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ პირობებში, როდესაც შემოწმებული დაწესებულებებიდან 71.3%-ში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა. შემოწმებული სკოლების 77.4%–ს არ გააჩნია წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ სპეციალური შიდა რეგულაციები.

როგორც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, საჯარო სკოლებს ტერიტორიული თუ ფინანსური მისაწვდომობის პრობლემების გამო, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, შესაბამისად აკრედიტირებულ ლაბორატორიებში თავიანთი ინიციატივით შეამოწმონ წყლის უვნებლობა. ამასთან, ადმინისტრაციის ნაწილი არ არის ინფორმირებული, რომელ უწყებას ევალება ან რა გზით უნდა შემოწმდეს სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უვნებლობა.

საქართველოში წყლის და სანიტარიის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარალამენტო ანგარიშშიც არის საუბარი. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით წყალი საერთოდ არ მიეწოდება 94 საჯარო სკოლას, 2 084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ მცირე ნაწილში მოწმდება წყლისა და სანიტარული ნორმების დაცულობა; თუმცა, გადაუჭრელ პრობლემად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის შემუშავება რჩება.

ანგარიში - „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება