სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

izrune.ge ოვაციების ფონზე - მარნეული საგანმანათლებლო სიახლეებს აღტაცებით შეხვდა
08-02-2019
-
+


მარნეულის N6 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, რესურსცენტრის უფროსი ქენან ომაროვი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მრავალრიცხოვანი და ბედნიერ მომავალზე ორიენტირებული აუდიტორია izrune.ge-ს საშუალებით შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და პორტალის მამოტივირებელ მიდგომებს აღტაცებით შეხვდა.

პროექტში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს და Izrune.ge-ს მეშვეობით, სახელმწიფო ენის როლის ზრდასა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბებას გაუსვეს ხაზი.

რესურსცენტრის უფროსის, ქენან ომაროვის თქმით, თითოეული მოსწავლისთვის izrune.ge-ს ყველა სიკეთის ხელმისაწვდომობისთვის სკოლებს დამატებითი რესურსები გამოეყოფათ და მარნეული ინოვაციურ საგანმანათლებლო სიახლეებში izrune.ge-სთან ერთად ხელიხელჩაკიდებული ჩაერთვება.

დირექტორები Izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად იწყებენ ზრუნვას:

1. „მეგობრული კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თითოეული მოსწავლეც Izrune.ge-ს წევრია;

2. „სუპერ კლასის“, ანუ ისეთი კლასის შესაქმნელად, რომელსაც იზრუნეს ტესტებში უმაღლესი შედეგები აქვს;

3. „მომავლის კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც „სუპერ კლასის“ წოდება წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოიპოვა.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება