TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მზად ვართ, თუმცა არ ვეთანხმებით, რომ საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმებაზე მორატორიუმი გამოვაცხადოთ“ - მიხეილ ბატიაშვილი
08-02-2019
-
+


„დღეს ჩვენი სისტემა სრულად დეპოლიტიზირებულია“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბარიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის შესახებ საუბრისას.

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თუ მედიასაშუალება ცდილობს ამ ია კერზაიას სახელი და მისი ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქციოს.

როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, საარჩევნო პერიოდში სკოლების ინსპექტირებასა და აუდიტზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

„ჩვენ მზად ვართ, თუმცა არ ვეთანხმებით, რომ თუნდაც პოლიტიკური რისკების თავიდან ასაცილებლად საარჩევნო პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი. თქვენ ხართ პოლიტიკოსები და შეგიძლაით მიიღოთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროში შემოსულ წერილებთან დაკავშირებით დეპუტატებს პროცედურა განუმარტა, რომ სამინისტროში უამრავი წერილი შედის და სამინისტრო ვალდებულია ყველა მათგანზე რეაგირება მოახდინოს.

კონკრეტულად ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით შესულ წერილზე, თითქოს ის ანონიმური იყო, მინისტრმა განაცხადა, რომ შეუძლებელია სამინისტრომ ყველა კონკრეტული განცხადების ავტორი გადაამოწმოს თუმცა, ფაქტია, რომ დარღვევები დადასტურდა, ეს თავად სკოლამაც აღაიარა და გამოასწორა.

„განათლების სამინისტომ ამ საკითხზე მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად და 3 დეკემბრამდე მისცა ვადა. საბჭომ საკითხი განიხილა 30 ნოემბერს, დაიწყო სიტუაციის გამოსწორებისათვის მუშაობა და ამავდროულად, არ მიიღო დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება. სამინისტრომ გაითვალისწინა საბჭოს პოზიცია, დირექტორის დადებითი დახასიათება და ამავე დროს ვითარების გამოსწორებისთვის მზადყოფნა და არ შეუცვლია საბჭოს გადაწყვეტილება, არ გაუთავისუფლებია დირექტორი. ბუნებრივია ამის შესახებ იცოდა ქალბატონმა იამ და ეს საჯაროდ დადასტურა „ფეისბუქის“ პოსტის საშუალებით“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება