TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სპორტის მიმართულებით წელს საგანმანათლებლო უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყება
07-02-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სპორტის მასწავლებლების კუთხით სერიოზული დეფიციტი არსებობს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად  სპორტის მიმართულებით საგანმანათლებლო ინსტიტუტი შეიქმნება, რისთვისაც ბიუჯეტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„სპორტული განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული დეფიციტი გვაქვს. არ მოვყვები იმ მიზეზებს, რომლებმაც ეს გამოიწვია, რადგან ამას ჩვენც შევუწყვეთ ხელი, ვინაიდან აღარ გვაქვს არც ერთი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელიც ამას აკეთებს.

ჩვენ გვჯერა, რომ არა მხოლოდ სკოლებში სპორტის განათლება, არამედ ზოგადად სპორტის განვითარებაც შეუძლებელია ასეთ პირობებში. ვინაიდან ჩვენ თუ არ გავზარდეთ როგორც მწვრთნელები, ისე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტები ვერ უზრუნველვყოფთ სკოლის კომპონენტში ამის განსაზღვრას. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც არის, გარდა ამ სასკოლო ნაწილისა, არის ის, რომ უზარმაზარი დეფიციტია სპორტის სფეროში მწვრთნელების კუთხით.

ამიტომ ლაპარაკი რომ ლაპარაკად არ დარჩენილიყო, წლევანდელ წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც გადაიდგმება და ამისთვის ბიუჯეტი არსებობს,  არის ის, რომ მოხდეს სპორტის მიმართულებით საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც დასავლური სტანდარტების იქნება და წელს ამის მშენებლობა დაიწყება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება