TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამუშაოს მაძიებელთათვის მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად განაცხადების მიღება იწყება
08-02-2019
-
+


სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს განაცხადების მიღებას სამუშაოს მაძიებელთათვის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.

კერძოდ კი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“, მიმდინარე წლის 22 თებერვლის ჩათვლით,  განათლების სამინისტროში უნდა წარადგინონ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები. დამსაქმებელთან ერთად შემუშავებული პროგრამის წარდგენისას, მნიშვნელოვანია პროგრამის თანამიმწოდებელი კომპანიის იდენტიფიცირება, სახელწოდების მითითებით.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები უნდა შემუშავდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად (იხ. დანართი).

მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროგრამის ხანგრძლივობის (დღეებსა და ასტრონომიულ საათებში), პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობის (მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა), სწავლის შედეგების, პრაქტიკული და თეორიული სწავლების თანაფარდობის, პროგრამის ღირებულების (ერთ მოსარგებლეზე გათვლილი ღირებულება, ჯგუფში მოსარგებლეთა როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით) შესახებ. ამასთან, იმ პროგრამაში, რომელსაც ერთობლივად შეიმუშავებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება და დამსაქმებელი ორგანიზაცია განსაზღვრული უნდა იყოს პროგრამის განმახორციელებელი თითოეული მხარის მიერ გასაწევი ხარჯები (მისაღწევი სწავლის შედეგებიდან გამომდინარე).

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდების პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში - "საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №9 დადგენილება ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ".


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება