სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„2019 წლიდან სპეცპედაგოგების საბიუჯეტო გარანტიები იზრდება“
06-02-2019
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპეცპედაგოგები გახდნენ მასწავლებლის სქემის ნაწილი. მისი ცნობით, 2019 წლიდან იზრდება როგორც საბიუჯეტო გარანტიებით, ასევე, რეგულაციებით მათი პროფესიული მოტივაციის შესაძლებლობა.

ამის შესახებ ჯაშმა პარლამენტში 2018 წელს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სადაც ისაუბრა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც კრიტიკული საკადრო დეფიციტის აღმოფხვრას ემსახურება. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მოხდა მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის შემოღება.

მარიამ ჯაშმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სისტემური რეფორმების თვალსაზრისით.

„მინდა დავასახელო ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მანდატურის სამსახურში მიმდინარეობს რეფორმა 2018 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც მოიაზრებს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების მონიტორინგის გაუმჯობესებას, მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების, როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული მზადების თვალსაზრისით აღნიშნული კრიტერიუმების გაუმჯობესებას და საგანგებო სიტუაციების მართვისა და მზაობისთვის მანდატურის სამსახურებისთვის ახალი დატვირთვის მინიჭებას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, კომიტეტი დააკვირდება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესს.

მან ყურადღება გაამახვილა, ასევე, პროფესიული განათლების რეგულირებზე.

აღნიშნულმა საკანონმდებლო ინიციატივამ არა მხოლოდ მოაწესრიგა განათლების სისტემის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური - პროფესიული განათლების ძირითადი, საბაზისო რეგულაციები, არამედ სამი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ პრაქტიკაში.

საკანონმდებლო ჩიხი არის აღმოფხვრილი და 2019 წლის საგაზაფხულო მიღებიდან, მოსწავლეებს შეეძლებათ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, კოლეჯში მიიღონ ინტეგრირებული სასწავლო კურსის გავლის შესაძლებლობა, რომელიც მათ პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად მიანიჭებს საატესტატო კვალიფიკაციასაც.

მნიშვნელოვანი ცვლილება გახლდათ ეკონომიკური საქმიანობებიდან შემოსული შემოსავლების რეინვესტირების საშუალება კოლეჯის განვითარების ინიციატივებში. ჩვენ წელს, 2019 წლიდან გავაჩინეთ შესაძლებლობა, რომ კერძო კოლეჯებს სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარე პროგრამებში თანაბარი მონაწილეობის საშუალება მიეცემათ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება